თბილისში საახალწლო სოფელი საზეიმოდ გაიხსნა
25-12-2021, 08:12

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საახალწლო სოფელი საზეიმოდ გაიხსნა. დედაენის ბაღში გამართულ საღამოზე წარმოდგენილი იყო საბავშვო მუსიკალური პროგრამა, რომელშიც მონაწილეობდნენ პროექტ „რანინას“ ბავშვები, ასევე გაიმართა კოსტიუმირებული წარმოდგენა „მოძრაობის თეატრის“, ანიმატორების, ელფების, ანიმაციური ფილმების პერსონაჟებისა და ოჩოფეხებზე შემდგარი არტისტების მონაწილეობით.

 

 

ღონისძიებას თბილისის მერი კახა კალაძე მერის მოადგილე ანდრია ბასილაიასთან ერთად ესწრებოდა.

 

 

მერის მოადგილის განცხადებით, საახალწლო სოფელი პანდემიიდან გამომდინარე ვრცელ სივრცეზე მოეწყო, რაც იძლევა საშუალებას, რომ სტუმრები სხვადასხვა ადგილზე გადანაწილდნენ.

 

 

„როგორც ხედავთ, აქ არის ყველანაირი აქტივობა ჩვენი პატარებისთვის, ასევე, საღამოს გვექნება კულტურული პროგრამა, ასე რომ, ყველა ასაკის სტუმრებისთვის გვაქვს სხვადასხვა აქტივობები დაგეგმილი. ზოგადად, აქამდე ასეთი მასშტაბური საახალწლო სოფელი არ გაკეთებულა. პანდემიიდან გამომდინარე, ვეცადეთ დიდი სივრცე აგვეთვისებინა, რომ ბევრ ადამიანს არ მოეყარა თავი“, - განაცხადა ანდრია ბასილაიამ.

 

 

საზეიმო ცერემონიაზე თოვლის ბაბუამ და სანტა კლაუსმა სხვადასხვა სფეროსწარმომადგენლებთან ერთად ამავე სფეროების წლის ყველაზე წარმატებული ბავშვები წარადგინეს. კერძოდ, მუსიკალური პროექტის, „რანინას“ გამარჯვებული, მომღერალი ნიკა ქაჯაია, ფოლკლორისტი ნუგო სულამანიძე, ტანმოვარჯიშეები - ლიზი დოლიძე, ელენე ზედელაშვილი, ბარბარე ჩქვანავა, მუსიკოსი ცოტნე ზედგენიძე, მოჭადრაკეები - ანდრია კვირიაშვილი, ერეკლე ტაბატაძე, ბარბარე ჭიოკაძე, პროექტ „ნიჭიერის“ მონაწილე მოცეკვავე ტასია ჟოუ, „პატარების დიდი შოუს“ მონაწილე ექსპერიმენტატორი აფინა ბიგვავა, ასევე მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის საქართველოსა და თბილისის 12 წლამდე ასაკის ჩემპიონები.

 

 

საახალწლო სოფელში სპეციალურად მისთვის მოწყობილ სახლში თოვლის ბაბუა დღესვე შეუდგა პატარების მიღებას, საზეიმო საღამო კი კონცერტით გაგრძელდა.



საახალწლო სოფელი 14 იანვრამდე იფუნქციონირებს ორბელიანის მოედანზე, 9 აპრილის ბაღში, მშრალი ხიდის ტერიტორიასა და დედაენის ბაღში. აღნიშნულ ტერიტორიაზე განთავსებული იქნება მრავალფეროვანი საახალწლო დეკორაციები, ინსტალაციები, სინთეტიკური ყინულის მოედანი, ღია კინოთეატრი, გიგანტური ზღაპრის წიგნი, საახალწლო ბაზრობა, კვების ობიექტები, ტკბილეულობის ფესტივალი, საბავშვო ატრაქციონები და დეკორირებული ნაძვის ხე.

 

 

დღის საათებში, საახალწლო სოფელშიპატარებისთვის მოეწყობა გიგანტური სანტას მსვლელობა, საბავშვო-გასართობი შოუები, კონცერტები და ვორქშოფები, ხოლო საღამოს უფროსებისთვის, საესტრადო შემსრულებლების, მუსიკალური ბენდებისა და ელექტრონული მუსიკის წარმოდგენები გაიმართება.

 

 

საახალწლო სოფელი14 იანვარს დიდი მუსიკალური შოუ-პროგრამით დაიხურება.

 

კომენტარები: 1242
#2   Raymon
      
Hi there, just wanted to say, I loved this article.
It was practical. Keep on posting!

Also visit my homepage :: https://farangmart.co.th/author/alibiperiod0/
11 მარტი 2022 10:01
#1   Joy
      
Hey There. I found your blog using msn. This is a really well written article.

I'll be sure to bookmark it and return to read more of your useful information. Thanks for the post.
I will definitely comeback.

Check out my web page; Ulysses
11 მარტი 2022 09:19
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *


უკან1 ... 54 55 56 57 58 59 60 61 62 63 წინ


მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი