შეერთებული შტატების სენატმა რუსეთზე ახალ სანქციებს მხარი დაუჭირა - კანონზე ტრამპის მიერ ვეტოს დადება უფრო გააძლიერებს ეჭვებს, რომ იგი კრემლისადმი მეტისმეტად ლოიალურია
27-07-2017, 22:45

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მას შემდეგ რაც შეერთებული შტატების წარმომადგენლობითმა პალატამ სამშაბათს ღამით კენჭი უყარა რუსეთზე, ირანზე და ჩრდილოეთ კორეაზე ახალი სანქციების დაწესებას - მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტი ტრამპი ეწინააღმდეგებოდა კანონპროექტს - ხუთშაბათს უკვე ანალოგიური ნაბიჯი აშშ-ის სენატმაც გადადგა.

 


სენატში კანონპროექტი ხუთშაბათს აბსოლუტური მხარდაჭერით, 92-2-ის წინააღმდეგ გავიდა და ახლა უკვე იგი პრეზიდენტთან ხელმოსაწერად გადაიგზავნება.

 


თეთრი სახლი აცხადებს, რომ ის კანონპროექტის განხილვებს ახორციელებს და უცნობია, დაადებს თუ არა მას ვეტოს პრეზიდენტი. იმ შემთხვევაში თუკი ტრამპი კანონს ვეტოს დაადებს, მისი დაძლევა წარმომადგენლობითი პალატის და სენატის 2/3-ს შეეძლება, მაგრამ როგორც პოლიტიკური კორესპონდენტები აცხადებენ, ახალ სანქციებზე ვეტოს დადების მცდელობა უფრო გააძლიერებს ეჭვებს, რომ იგი კრემლის მეტისმეტად მხარდამჭერია.

 


„მაშინ როცა პრეზიდენტი მხარს უჭერს მკაცრ სანქციებს ჩრდილოეთ კორეაზე, ირანზე და რუსეთზე, თეთრი სახლი განიხილავს წარმომადგენლობითი პალატის კანონმდებლობას და დაელოდება პრეზიდენტის ბიუროსთვის გასაგზავნ საბოლოო პაკეტს“, აღნიშნულია თეთრი სახლის პრესმდივნის, სარა სანდერსის სამშაბათს ღამით გავრცელებულ განცხადებაში.

 


რუსეთის მხრიდან აშშ-ის 2016 წლის არჩევნებში ჩარევასთან დაკავშირებით დაწესებული ახალი სანქციების სამიზნე რუსეთის მაღალი ოფიციალური პირები იქნებიან.

 


როგორც BBC იუწყება, კანონმა მოსალოდნელია რომ გაართულოს პრეზიდენტ ტრამპის იმედები რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესებაზე.

 


სამშაბათს, წარმომადგენლობითმა პალატამ ერთსულოვნად დაუჭირა მხარი სანქციებს და რუსეთის გარდა, ამერიკელმა კანონმდებლებმა სანქციების დაწესებას ჩრდილოეთ კორეის და ირანის მიმართაც დაუჭირეს მხარი, რაც ამ ორი ქვეყნის ბირთვული პროგრამების განვითარების გამო აშშ-ის წუხილებს უკავშირდება.

 


კანონპროექტი, რომელიც 419-3-ის წინააღმდეგ გავიდა, პალატის სპიკერის, პოლ რაიანის მიერ აღწერილ იქნა, როგორც სანქციების პაკეტი, რომელიც „ხრახნებს უჭერს ჩვენს ყველაზე სახიფათო მტრებს იმისათვის, რომ ამერიკელების უსაფრთხოება შენარჩუნდეს“.

 


რუსეთისადმი დაგეგმილი სანქციები კავშირშია ასევე 2014 წელს მოსკოვის მიერ ყირიმის ანექსიასთან. ის ახალ შეზღუდვებს დააწესებს სანავთობო და გაზის პროექტებზე, გავლენას მოახდენს რუსეთიდან გერმანიისკენ მიმავალ ჩრდილო ნაკადზე, რამაც ევროკავშირის უკმაყოფილება გამოიწვია.

 


ყირიმის ანქესიის გამო აშშ-ს უკვე აქვს სანქციები დაწესებული რუსეთის გარკვეული პირების და კომპანიების მიმართ. გასული წლის დეკემბერში კი მაშინდელმა პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ კრემლის მხრიდან აშშ-ის არჩევნებში ჰაკერული ჩარევის ბრალდებით, 35 რუსი დიპლომატი გააძევა ქვეყნიდან და დახურა ორი რუსული დიპლომატიური სტრუქტურა შეერთებულ შტატებში.

 

კომენტარები: 2830
#1490   Kendra
      
29 სექტემბერი 2024 16:58
#1489   Terrence
      
29 სექტემბერი 2024 14:59
#1488   Koby
      
29 სექტემბერი 2024 14:19
#1487   Madge
      
Look at my web blog; Watch Free Poker TV Shows
29 სექტემბერი 2024 11:08
#1486   Leo
      
29 სექტემბერი 2024 10:39
#1485   Julian
      
29 სექტემბერი 2024 07:47
#1484   Carissa
      
29 სექტემბერი 2024 03:41
#1483   Tayla
      
29 სექტემბერი 2024 02:56
#1482   Maynard
      
Here is my blog :: High stakes Poker
29 სექტემბერი 2024 00:57
#1481   Rene
      
my blog ... highstakesdb
28 სექტემბერი 2024 21:16
#1480   Wilhelmina
      
28 სექტემბერი 2024 20:32
#1479   Rob
      
my blog post; Daycare Near Me
28 სექტემბერი 2024 17:26
#1478   Lacy
      
28 სექტემბერი 2024 16:19
#1477   Korey
      
Also visit my homepage: Daycare Near Me By State
28 სექტემბერი 2024 15:11
#1476   Miguel
      
28 სექტემბერი 2024 15:06
#1475   Eva
      
28 სექტემბერი 2024 13:22
#1474   Augustina
      
28 სექტემბერი 2024 12:50
#1473   Darwin
      
Visit my website :: Daycares popular listings
28 სექტემბერი 2024 10:44
#1472   Arlette
      
28 სექტემბერი 2024 09:55
#1471   Hassan
      
Feel free to visit my website - Find top-rated
certified Daycares in your area
28 სექტემბერი 2024 09:55
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი