ილია მეორე: რაჭაში მომხდარი სტიქიური უბედურება დიდი განსაცდელია ქვეყნისთვის; მთელი საქართველო, და ჩვენც, ფრიად ვწუხვართ და გულითადად ვუსამძიმრებთ გარდაცვლილთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს
07-08-2023, 18:11

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

რაჭაში ახლახან მომხდარი სტიქიური უბედურება დიდი განსაცდელია ქვეყნისთვის; მთელი საქართველო, და ჩვენც, ფრიად ვწუხვართ და გულითადად ვუსამძიმრებთ გარდაცვლილთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის სამძიმრის წერილშია ნათქვამი.

 


„შოვის ტრაგედიამ ერთხელ კიდევ ყველას შეგვახსენა, რომ არავინ იცის, წუთისოფლიდან გასვლის ჟამი ვის როდის დაუდგება; ამიტომაც ნებისმიერ დროს მზად უნდა ვიყოთ ამისთვის; ჩვენი მზადყოფნა კი, ჩვენი მტკიცე რწმენა, ურთიერთსიყვარული და ჩვენს კეთილ საქმეთა სიმრავლეა.

 


ქრისტიანისთვის გარდაცვალება მხოლოდ დროებითი განშორებაა ახლობელთან და ამიტომაც ჩვენი მწუხარება სასოწარმკვეთი არ უნდა იყოს. აღდგომილმა მაცხოვარმა განაქარვა სიკვდილი და მარადიული სიცოცხლის ზეიმს დაუდო სათავე.

 


ესაა ჩვენი რწმენის საფუძველი, ჩვენი ნუგეშისა და იმედის წყარო; და ეს განწყობა, გლოვასთან ერთად, ყველას უნდა გვქონდეს.

 


მინდა, დღეს უფალს დიდი მარხვის სავედრებლის სიტყვებით მივმართო:

 


„რომელნი შთანთქა წყალმან, რომელნი მოსრნა წვიმამან და ღვართა და ნაფშვენმან სიმრავლემან შეაშთვნეს და დაფარა ქვეყანამან, ძვრამან და სვრამან და პირად-პირადმან სიკვდილმან, და მდინარეთა და წყაროთა შინა, სახლითა განგლილთა (სახლის ნანგრევებში მოყოლილთა) დაძვრისაგან დაფარულთა … სარწმუნოებით შენდა მოსულთა მორწმუნეთა, ქრისტე ღმერთო, წყალობით განუსვენე“.

 


ყოვლადწმინდაო სამებაო, ასევე გევედრები, გარდაცვლილთა ოჯახის წევრები და ახლობლები განამტკიცე, განაძლიერე და მშვიდობით შენით აკურთხე; დალოცე და სასოება შენი მოჰმადლე სრულიად საქართველოს, ამინ!“, – ნათქვამია ილია მეორის სამძიმრის წერილში.

კომენტარები: 21434
#20094   Meredith
      
Stop by my blog post - highstakesdb
25 დეკემბერი 2025 05:14
#20093   Damien
      
25 დეკემბერი 2025 04:50
#20092   Jennifer
      
Review my web site - poker sites
25 დეკემბერი 2025 04:42
#20091   Tarah
      
my site - highstakesdb
25 დეკემბერი 2025 04:34
#20090   Dominic
      
My site ... Online Poker
Sites
25 დეკემბერი 2025 04:33
#20089   Hayley
      
25 დეკემბერი 2025 04:16
#20088   Nicolas
      
my site ... live
poker online
25 დეკემბერი 2025 03:11
#20087   Cortez
      
25 დეკემბერი 2025 02:47
#20086   Fletcher
      
25 დეკემბერი 2025 02:39
#20085   Micah
      
my homepage: pokertube
25 დეკემბერი 2025 01:34
#20084   Salina
      
Here is my web site: watch free poker tv
shows
25 დეკემბერი 2025 01:20
#20083   Chandra
      
Feel free to surf to my web blog - Jaqueline
25 დეკემბერი 2025 00:29
#20082   Margret
      
my webpage - poker Casino
24 დეკემბერი 2025 23:34
#20081   Dorthy
      
my blog ... online poker
24 დეკემბერი 2025 23:30
#20080   Siobhan
      
24 დეკემბერი 2025 22:57
#20079   Katrice
      
24 დეკემბერი 2025 22:30
#20078   Candice
      
24 დეკემბერი 2025 21:33
#20077   Florence
      
My web-site :: Best Online Poker
24 დეკემბერი 2025 20:15
#20076   Lazaro
      
Feel free to surf to my webpage: play poker
24 დეკემბერი 2025 19:34
#20075   Della
      
Feel free to visit my web-site ... Addie
24 დეკემბერი 2025 18:30
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი