თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მე-6 კორპუსთან გამართულ აქციაზე რექტორის მოვალეობის შემსრულებელი ვლადიმერ პაპავა მივიდა.
„მე მოვედი ამბის გასაგებად. მათ აქვთ თავისი მოთხოვნები. ასევე ისინი აცნობიერებენ, რომ უნივერსიტეტში ლექციების გაცდენა პრობლემაა და ეს ფორმა პირადად ჩემთვისაც მიუღებელია“, - განაცხადა ვლადიმერ პაპავამ და აღნიშნა, რომ პრემიერ მინისტრი უნდა გამოეხმაუროს სტუდენტების მოთხოვნებს.
„პრემიერი შეხვდება თუ არა სტუდენტებს ეს მისი გადაწყვეტილებაა. თუ გადაწყვეტს, რომ გამოეხმაუროს აქციის მონაწილეებს, გამოხმაურების ფორმა თავად უნდა შეარჩიოს, ეს იქნება განცხადება, თუ ადგილზე მოვა, მაგრამ ეს მას გასაკეთებელი აქვს," განაცხადა ვლადიმერ პაპავამ და დაამატა, რომ "სტუდენტებს ყოველთვის აქვთ უფლება, რომ რაღაც მოითხოვონ, მაგრამ ამან სასწავლო პროცესის შეფერხება არ უნდა გამოიწვიოს".
უნივერსიტეტის მე-6 კორპუსის შენობის კარგი შიგნიდან ორი ფიცრით არის აჭედილი და კარზე მერხები არის მიწყობილი. ამჟამად ”აუდიტორია 115”-ის სტუდენტების აქციის გამო, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მე-6 კორპუსში სწავლის პროცესი შეფერხებულია. სტუდენტები უნივერიტეტის 115-ე აუდიტორიაში პრემიერ-მინისრტ გიორგი კვირიკაშვილის მისვლას ითხოვენ.
”აუდიტორია 115”-ის აქციას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები შეუერთდნენ. მათი განცხადებით, განათლების სამინისტროს მიერ შემოთავაზებული "განათლების შესახებ კანონში" შესატანი ცვლილებები ფასადურია და არ ასახავს იმ მოთხოვნებს, რომელსაც სტუდენტები აყენებდნენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.