მითხრა რომ ვარ "მეცოცხე" და პირველი დამარტყა კობა ბერიანიძემ, - აცხადებს არასამთავრობო ორგანიზაცია "ევროპული მომავლისთვის" წევრი ალბერტ მერებაშვილი გორის მუნიციპალიტეტში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით.
როგორც მერებაშვილი აცხადებს, მის ცემაში დაახლოებით, 10-15 კაცი მონაწილეობდა.
"მივედი საარჩევნო უბანთან, მანქანიდან გადმოსვლის შემდეგ, საკრებულოს დეპუტატმა, კობა ბერიანიძემ მთხოვა რომ ჩავჯდომოდი მანქანაში. მანქანაში დაიწყო შეურაცხმყოფელი საუბარი, რაც გაგრძელდა მანქანის გარეთ. რატომ ვიყავი "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერი, რატომ ვმონაწილეობდი ასე აქტიურად საარჩევნო პროცესებში, ამაზე ჰქონდა პრეტენზია", - განაცხადა "რუსთავი 2"-თან საუბრისას მერებაშვილმა.
ცოტა ხნის წინათ, მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებას "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა.
კობახიძის განცხადებით, მომხდარი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მიერ იყო პროვოცირებული.
მისივე თქმით, ფიზიკური დაპირისპირება იყო ორმხირვი და პირველად ალბერტ მერებაშვილმა დაარტყა „ქართული ოცნების“ აქტივისტს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.