ჩვენი ქვეყნის წინაშე მთავარი გამოწვევა არის მაღალი ეკონომიკური ზრდის მიღწევა, ამას ემსახურება როგორც 2018 წლის ბიუჯეტი, ასევე ის ფისკალური ჩარჩო, რომელიც გასული წლის ბოლოს იქნა პარლამენტში წარმოდგენილი და მიღებული, აღნიშნული განცხადება ჟურნალისტებთან საუბრისას ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ გააკეთა.
მისი განცხადებით, 2018 წლის ბიუჯეტში პენსიის ზრდის რესურსი არ არის. როგორც კაკაურიძემ აღნიშნა, ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტის მიხედვით, ყველაზე მეტად ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაფინანსება იზრდება.
„ეს ნიშნავს მიმდინარე ხარჯების ეტაპობრივ შემცირებას და ინფრასტრუქტურაზე დამატებითი თანხების გამოყოფას. წარმოდგენილი ბიუჯეტი სწორედ ამ მიზნებს ემსახურება. ჯამური ხარჯვითი ნაწილი გვაქვს 12 მლრდ 403 მლნ 300 ათასი ლარი. აღსანიშნავია, რომ ყველაზე მეტად იზრდება ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაფინანსება. გათვალისწინებულია იმ პროექტების დაწყება, რომლებიც ჩვენს ტურისტულ პოტენციალს გაზრდის.
გადამუშავებულ ვარიანტში დაემატა კომიტეტების შენიშვნები, რომლებიც ნაწილობრივ გათვალისწინებული იქნა. მათ შორის სოფლის მეურნეობის მიმართულებით, აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო სამუშაოებზე დაემატა დაახლოებით 10 მილიონი", განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.