საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი შინაგან საქმეთა ახალ მინისტრს პირველ აგვისტომდე დანიშნავს. ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს დღეს განუცხადა.
"შინაგან საქმეთა მინისტრს მე წარვადგენ პირველ აგვისტომდე. თქვენ იცით, რომ ჩვენ გვაქვს ვადა პირველ აგვისტომდე. ასე რომ, დაელოდეთ", - განაცხადა ღარიბაშვილმა.
შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობას ჯერჯერობით ისევ ვახტანგ გომელაური ასრულებს. გომელაური გასულ კვირას პარლამენტმა უსაფრთოხების სამსახურის უფროსად 6 წლის ვადით დაამტკიცა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.