საბურთალოს რაიონში, მიცკევიჩის ქუჩა N 17-ის მიმდებარედ სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა.
აღნიშნულ მისამართზე 1 600 კვადრატული მეტრი ფართობი რეაბილიტირდა. სამუშაოების ფარგლებში, მოეწყო საბავშვო მოედანი, სადაც სხვადასხვა ტიპის ატრაქციონები დამონტაჟდა. ტერიტორიაზე გამწვანების სამუშაოები განხორციელდა, მოეწყო ლედ განათების სისტემა, საჩრდილობელი და ყველა საჭირო ინვენტარი.
განახლებული სკვერი საბურთალოს რაიონის გამგებელმა გაიოზ ვასაძემ, მაჟორიტარ დავით უთმელიძესთან ერთად დაათვალიერა.
„ეს არის საზოგადოების თავშეყრის ადგილი, სადაც ძალიან ბევრი ადამიანი იკრიბება. ამ ქუჩაზე ეს მხოლოდ ერთი გარე სკვერია. ვფიქრობ, ძალიან ლამაზი გამოვიდა. ჩვენთვის პრიორიტეტულია, რაც შეიძლება მეტი რეკრეაციული და კეთილმოწყობილი დასასვენებლი სივრცე შევქმნათ და ამ მიმართულებით მუშაობას აქტიურად ვაგრძელებთ“, - განაცხადა გაიოზ ვასაძემ.
სარეაბილიტაციო სამუშაოები კონტრაქტორმა კომპანიამ „გრინსერვისი+“ აწარმოა, რისთვისაც გამგეობის ბიუჯეტიდან 179 799 ლარი დაიხარჯა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.