ფაქტი, რომ დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე პარტიიდან წავიდა, იმაზე მიუთითებს, რომ ამ პარტიაში რაღაც კარგად არ მიდის, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“.
„ამის ნიშნები ხომ გვქონდა?! სხვა პარტიების წარმომადგენლები ხომ ამბობდნენ, ამასთან დაკავშირებით რაღაც სიგნალები ხომ იყო და მოდით, საზოგადოება დავფიქრდეთ, თვითონ „ნაციონალური მოძრაობის“ შიგნითაც დაფიქრდნენ, რა ხდება მათ პარტიაში და უფრო სახელმწიფოებრივად იფიქრონ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
გადაცემის წამყვანის კითხვაზე, რა ალტერნატიული შეთავაზება აქვს მმართველ გუნდს ოპონენტებისთვის, რადგან ოპოზიცია საგამოძიებო კომისიის შექმნის შეთავაზებას არ თანხმდება, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ ერთადერთი, რასაც „ქართული ოცნება“ ოპონენტებს სთავაზობს, არის სიმართლის დადგენა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.