საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევის მიხედვით, პოლიტიკურ და საჯარო პირებს შორის პერსონალურ რეიტინგში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ლიდერობს. პატრიარქს მოყვებიან ყოფილი პრემიერ მინისტრი გიორგი გახარია და თბილისის მერი კახა კალაძე.
კითხვაზე, „ჩამოთვლილი პოლიტიკოსებიდან და საჯარო პირებიდან, ვის მიმართ ხართ კეთილგანწყობილი“, გამოკითხულთა 89 პროცენტმა დაასახელა პატრიარქი, 65-მა პროცენტმა გიორგი გახარია, 54-მა პროცენტმა კახა კალაძე.
გამოკითხულთა 52 პროცენტი ასახელებს დავით ბაქრაძეს, 42 პროცენტი ნიკა მელიას, 40 პროცენტი ბიძინა ივანიშვილს, 39 პროცენტი გიორგი ვაშაძე „სტრატეგია აღმაშენებელს“, 36 პროცენტი დავით უსუფაშვილს, 33 პროცენტი არჩილ თალაკვაძეს, ასევე 33 პროცენტი ირაკლი კობახიძეს, 31 პროცენტი სალომე ზურაბიშვილს, 29 პროცენტი გიგი უგულავას, 27 პროცენტი შალვა ნათელაშვილს, 26 პროცენტი მამუკა ხაზარაძეს, 26 პროცენტი ალეკო ელისაშვილს, 24 პროცენტი ლევან ხაბეიშვილს, 21 პროცენტი ზურაბ გირჩი გაფარიძეს, 21 პროცენტი ირმა ინაშვილს, 20 პროცენტი ნინო ბურჯანაძეს, 17 პროცენტი ბადრი ჯაფარიძეს.
კვლევა ჩატარდა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის, დოქტორ რასა ალიშაუსკინეს მიერ, 2021 წლის 2-26 თებერვლის პერიოდში. საველე სამუშაოები ჩატარდა IPM-ის მიერ.
მონაცემები შეგროვდა სტრატიფიცირებული მრავალსაფეხურიანი შემთხვევითი შერჩევის მეთოდის გამოყენებით, პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 პროცენტს, გამოპასუხების მაჩვენებელი – 75 პროცენტი. კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.