უკრაინის ქალაქ ლვოვში საცხოვრებელ კორპუსზე რუსეთის სარაკეტო დარტყმის შედეგად სულ მცირე ოთხი ადამიანი დაიღუპა
06-07-2023, 11:20

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

GUARDIAN.GE - უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის, იჰორ კლიმენკოს განცხადებით, რუსული რაკეტის დასავლეთ უკრაინის ქალაქ ლვოვში საცხოვრებელ კორპუსზე დარტყმის შედეგადა სულ მცირე ოთხი ადამიანი დაიღუპა, 32 კი დაშავდა. კლიმენკომ Telegram-ზე დაწერა, რომ საცხოვრებელ კორპუსში მყოფი მინიმუმ შვიდი ადამიანი გადაარჩინეს და დასძინა, რომ არსებობს შიში, რომ შესაძლოა მეტი ადამიანი იყოს ნანგრევების ქვეშ.

 


ლვოვის მერის განცხადებით, ეს იყო „ერთ-ერთი ყველაზე დიდი თავდასხმა“ ქალაქის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე. მისი თქმით, ჩამოინგრა შენობების რამდენიმე სახურავი, ასევე დაზიანებულია სკოლა და პოლიტექნიკური უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებელი.

 


პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პირობა დადო, რომ „რუსი ტერორისტების“ მიერ ღამით განხორციელებულ თავდასხმას „ხელშესახები“ პასუხი გაეცემა.

 


რუსეთის სამხედრო ძალებს მომხდარ თავდასხმაზე კომენტარი არ გაუკეთებიათ.

 

მომზადებულია GUARDIAN.GE -ის მიერ

 

 

კომენტარები: 121
#1   seo
      
For reliable betting and excellent customer support, choose 토토사이트 추천.
3 დეკემბერი 2023 16:57
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *


უკან1 2 3 4 5 6 7 წინ


მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი