ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ამომრჩეველთა სია ფოტოსურათით იქნება წარმოდგენილი. ამომრჩეველთა ერთიანი სიისთვის ფოტოსურათის დამატება საარჩევნო კანონმდებლობაში ერთ-ერთი ბოლო ცვლილებების ფარგლებში გადაწყდა. ეს იქნება სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში არსებული ფოტოსურათი, გადაყვანილი ციფრულ ფორმატში.
სიებზე ციფრული ფოტოსურათის დამატების პარალელურად, საარჩევნო უბნებზე ამომრჩეველთა ვერიფიკაციის წესიც მოქმედებს. კერძოდ, თუ უბანზე მისული ამომრჩევლის მონაცემების შემოწმებისას დადასტურდება, რომ წარდგენილ დოკუმენტში შეტანილი ამომრჩევლის სარეგისტრაციო მონაცემები ამომრჩეველთა სიაში არსებულ მონაცემებს შეესაბამება, მაგრამ რეგისტრატორი ამომრჩევლის სახეს და წარდგენილ დოკუმენტში ან ამომრჩეველთა სიაში არსებული ფოტოსურათს ერთმანეთთან შეუსაბამოდ მიიჩნევს, ის საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს მიმართავს. თუკი კომისიის თავმჯდომარე აღნიშნულ შეუსაბამობას დაადასტურებს, საარჩევნო კომისიის მდივანი ჩანაწერთა წიგნში შეუსაბამობის ფაქტს, ამომრჩევლის სახელს, გვარს და სიაში მის რიგით ნომერს დააფიქსირებს. აღნიშნული ჩანაწერი საუბნო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის და კომისიის მდივნის ხელმოწერით დადასტურდება. იმ შემთხვევაში კი, თუ საუბნო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე აღიშნულ შეუსაბამობას არ დაადასტურებს, ამომრჩეველთა რეგისტრატორს უფლება აქვს ჩანაწერთა წიგნში თავისი განსაკუთრებული აზრი ჩაწეროს.
ამომრჩეველს აღნიშნული პროცედურის შესრულების შემდეგ, კენჭისყრაში მონაწილეობის უფლება მიეცემა.
ამასთან, ამომრჩეველთა ერთიანი სიის საჯარო ინფორმაციისათვის მიკუთვნებული ვერსია, საუბნო საარჩევნო კომისიის შენობაში ფოტოსურათების გარეშე უნდა გამოიკრას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.