112-ს საზოგადოებრივი უსაფრთხოების სისტემაში უმნიშვნელოვანესი როლი აკისრია, ის არის დამაკავშირებელი ხიდი, ყველაზე მძიმე წუთებში მყოფ მოქალაქესა და საგანგებო სამაშველო სამსახურებს შორის, - აღნიშნული განცხადება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა რუსთავში 112-ის ცენტრის გახსნაზე გაააკეთა.
მისი თქმით, შსს-ს აღნიშნული ობიექტი სტრატეგიული მნიშვნელობისაა და მისივე შეფასებით, გამომდინარე აქედან, 112-ის გამართული და უწყვეტი ფუნქციონირება სახელმწიფოსთვის უაღრესად მნიშვნელოვანია.
"საზოგადოების უსაფრთხოების მაქსიმალური უზრუნველყოფის და ამ კუთხით მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, შსს მუდმივ ტექნოლოგიურ განვითარებაზეა ორიენტირებული. 112-ის საქმიანობა, სწორედ ტექნოლოგიებზეა დამოკიდებული. მოხარული ვარ, რომ ჩვენ მცირე დროში შევძელით შეგვექმნა ახალი პროექტები, ეს არის მობილური აპლიკაცია eCall ჯორჯია და პროგრამა საპატრულო ეკოპაჟებისთვის. მსოფლიოში საქართველო მეექვსე ქვეყანაა, რომელმაც 2015 წელს განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებისთვის სმს და ვიდეზარის სერვისი დანერგა “, - აღნიშნა გიორგი მღებრიშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.