საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე სასულიერო პირის მოწამვლის მცდელობაზე საგამოძიებო ჯგუფის შექმნასთან დაკავშირებით მიიჩნევს, რომ „პოლიტიკური ქულების დაწერა ცოტა გამაღიზიანებელია იმ ადამიანების მიერ, რომლებიც სხვაგვარად ფიქრობდნენ ამ საკითხთან მიმართებაში".
მისი თქმით, ამ საკითხით დაინტერესებას მმართველ გუნდზე მეტად ვერავინ დაიბრალებს.
იგი დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკავებასაც გამოეხმაურა და მომხდარს „ძალიან სერიოზული დანაშაული" და „ძალიან დიდი ტრაგედია უწოდა".
„მთავარია, რომ ძალიან სერიოზული დანაშაული აღიკვეთა და როგორც ჩანს, ძალიან დიდ ტრაგედიას ავცდით, რისთვისაც პროკურატურას და სამართალდამცავებს მადლობა უნდა გადავუხადოთ. გამოძიება გაგრძელდება და დანარჩენ დეტალებსაც დადგენს მრავალ ვერსიასთან დაკავშირებით, რაზეც ისინი მუშაობენ. დარწმუნებული ვარ, პროკურატურა პასუხს ყველა კითხვას გასცემს. ძალიან კარგია, რომ პატრიარქი და მისი თანმხლები პირები კარგად არიან", - განაცხადა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.