საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი “ქართულ ოცნებას” წინასაარჩევნო დაპირებას ახსენებს და ამბობს, რომ პრინციპულია მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის შეცვლა. იგი ამასთან დაკავშირებული საკითხის ინიცირებისკენ პარლამენტს მიმდინარე საგაზაფხულო სესიის ფარგლებში მოუწოდა.
“საზოგადოების მდგრადობისთვის არსებითია სტაბილური პოლიტიკური სისტემა, რომელიც პასუხობს ხალხის ინტერესებს, უზრუნველყოფს პოლიტიკური პარტიების გაძლიერებას – სხვაგვარად რომ ვთქვათ, საჭიროა ევროპული ტიპის პოლიტიკური სისტემა. ასეთი ტიპის სისტემის ფორმირებისთვის კი, საკვანძოა სწორი საარჩევნო მოდელის დანერგვა. არსებული სისტემის ხარვეზებზე ხაზი გასმულია “ქართული ოცნების” წინასაარჩევნო პროგრამაში. სხვა ცვლილებებთან ერთად, საერთო აზრით, პრინციპულია მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის შეცვლა. იმისთვის, რომ ეს შედეგები უკვე შემდეგ არჩევნებზე მივიღოთ, აუცილებელია ამ ცვლილების ინიცირება უკვე საგაზაფხულო სესიაზე. საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტი უზრუნველყოფს სახელმწიფო ორგანოთა ფუნქციონირებას. სწორედ სახელმწიფო ორგანოთა გამართულ ფუნქციონირებაზე დამოკიდებული ქვეყნის წინსვლა და წარმატება”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
ამასთან, ქვეყნის პირველმა პირმა სამოქალაქო სექტორის როლზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის სახელმწიფოს გაძლიერებაში გადამწყვეტ როლს ასრულებს.
“ყველა ვეთანხმებით, რომ ევროპულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბების პროცესში აქტიური სამოქალაქო საზოგადოება გადამწყვეტ როლს ასრულებს და აძლიერებს სახელმწიფოს. ჩვენ ველით, რომ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ხელისუფლებასთან დიალოგით, პრობლემების გადაწყვეტის გზების შეთავაზებით, დასაბუთებული კრიტიკით, უფრო მეტ წვლილს შეიტანენ ახალი, თანამედროვე, ევროპული ტიპის საქართველოს მშენებლობის საქმეში”, – აღნიშნა პრეზიდენტმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.