უმთავრეს პრიორიტეტს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია წარმოადგენს, რომელიც პარლამენტის გასული წლის ბოლოს მიღებულ რეზოლუციაში აისახა და ეს კურსი ჩვენი კონსტიტუციის მე-11 თავის 79-ე მუხლშიც ჩაიწერება, - პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, აღნიშნული განცხადება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის სამუშაო ჯგუფების ფორმატში გამართულ შეხვედრაზე გააკეთა.
სამუშაო ჯგუფის წევრებს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ მიმართა და სამუშაო ჯგუფის ფორმატში დარჩენილ საკითხებზე და კონსტიტუციაში ახალი, 79-ე მუხლის (ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია) დამატებასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა.
„დღეს ჩვენ სამუშაო ჯგუფების ბოლო სხდომას ვატარებთ. წინა სხდომის შემდეგ განსახილველი დარჩა სასამართლოს თავის ბოლო ოთხი მუხლი, რომლებიც სამართალწარმოებას, მოსამართლის სტატუსს, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს და პროკურატურას შეეხება. ასევე როგორც დარიგებულ პროექტში გაეცანით, კონსტიტუციას კიდევ ერთი თავი, მე-11 თავი - გარდამავალი დებულებები ემატება, რომელიც მხოლოდ ერთ მუხლს შეიცავს და იგი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას ეხება. საგარეო კურსის თვასაზრისით, როგორც მმართველ გუნდს, ასევე პოლიტიკური სპექტრის უმრავლესობას თავისი პოზიცია ჩამოყალიბებული აქვს", განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის სამუშაო ჯგუფების ფორმატში გამართული შეხვედრები დასრულდა.
სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია სამუშაო ჯგუფებში გამართულ შეხვედრებს გაერთიანებულ სხდომაზე შეაჯამებს, რომელზეც უკვე განხილული საკითხების კენჭისყრა მოხდება. შემაჯამებელი სხდომის გამართვა კვირის ბოლოს იგეგმება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.