ვენესუელას პოლიციის ვერტმფრენმა სამშაბათს უზენაესი სასამართლო და მთავრობის სამინისტრო დაბომბა და კიდევ უფრო დაძაბა OPEC-ის წევრი ქვეყნის პოლიტიკური კრიზისი. პრეზიდენტმა მადურომ თვადასხმას „ტერორისტების“ მიერ განხორციელებული ქმედება უწოდა მის უკან მდგომ ჯგუფს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში დასდო ბრალი.
„როიტერსი“ ოფიციოზზე დაყრდნობით წერს, რომ ვერტმფრენმა 15 გასროლა განახორციელა შინაგან საქმეთა სამინისტროზე, სადაც სოციალურ ღონისძიებაზე უამრავი ადამიანი იმყოფებოდა, და 4 ჭურვი ჩამოაგდო უზენაეს სასამართლოს შენობის თავზე იმ დროს, როცა შენობაში მოსამართლეების შეხვედრა მიმდინარეობდა.
მიუხედავად ამისა, დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
„ადრე თუ გვიან, ჩვენ შევიპყრობთ ვერტმფრენს და მათ, ვინც ამ შეიარაღებული ტერორისტული თავდასხმის უკან დგას, რომელიც ქვეყნის ინსტიტუტების წინააღმდეგ არის მომართული“, განაცხადა მადურომ და დაამატა: „შესაძლო იყო, რომ მათ ათეულობით ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლათ“.

54 წლის „სოციალისტი“ პრეზიდენტი ოპოზიციის ლიდერების მხრიდან, რომელთაც იგი დიქტატორად გამოაცხადეს, რომელმაც დააქცია ერთ დროს აყვავებული ეკონომიკის მქონე ქვეყანა, სამი თვეა საპროტესტო აქციების პირობებში მართავს ქვეყანას, თან იმ ფონზე, როცა მზარდი უთანხმოებაა თვით მთავრობის და უსაფრთხოების ძალების შიგნითაც.
აპრილის შემდეგ, ანტი-სამთავრობო გამოსვლებისა და არეულობებისას სულ მცირე 75 ადამიანი დაიღუპა და ასეულობით მოქალაქემ დაზიანებები მიიღო.
დემონსტრანტები არჩევნების ჩატარებას, სასტიკი ეკონომიკური კრიზისის შემსუბუქებას, ასეულობით დაპატიმრებული ოპოზიციონერი აქტივისტის თავისუფლებას და ოპოზიციის მიერ კონტროლირებული საკანონმდებლო ორგანოს, ეროვნული ასამბლეის დამოუკიდებლობას ითხოვენ.
მადურო აცხადებს, რომ ისინი მის წინააღმდეგ სახელმწიფო გადატრიალების მოწყობას ცდილობენ შეერთებული შტატების მთავრობის მხარდაჭერით და წახალისებით, რომელსაც ძლიერი სურვილი აქვს მიაღწიოს ვენესუელას სანავთობო რეზერვების, მსოფლიოში ყველაზე დიდი სანავთობო მარაგების კონტროლს.
ვენესუელას მთავრობამ კომუნიკეში განაცხადა, რომ ვერტმფრენი მოპარული იქნა საგამოძიებო პოლიციის მფრინავის, ოსკარ პერეზის მიერ, რომელმაც საკუთარი თავი მადუროს წინააღმდეგ აჯანყებულად გამოაცხადა.
პერეზის „ინსტაგრამის“ ანგარიშზე გამოქვეყნებულ ვიდეოში ჩანს, რომ იგი რამდენიმე სახედამალული შეიარაღებული მამაკაცის წინ დგას და ამბობს, რომ ოპერაცია დაწყებულია და მიმდინარეობს და მისი მიაზანია, დემოკრატიის აღდგენა.

პერეზი ვიდეოში აცხადებს, რომ იგი იმ სამხედროების, პოლიციის და სამოქალაქო ოფიციალური პირების კოალიციას წარმოადგენს, რომლებიც „კრიმინალ“ მთავრობას უდგას ოპოზიციაში და დაჟინებით მოუწოდებს მადუროს გადაგომისა და არჩევნების დანიშვნისაკენ. „ეს ბრძოლა არის ... საზიზღარი მთავრობის წინააღმდეგ, ტირანიის წინააღმდეგ“, განაცხადა პერეზმა.
თვითმხილველების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კარაკასის ცენტრალურ ნაწილში, სადაც პრო-მადუროს უზენაესი სასამართლო, საპრეზიდენტო სასახლე და სხვა მთავრი სამთავრობო შენობები მდებარეობს, რამდენიმე აფეთქების ხმა გაისმა.
მადუროს ოპონენტები შინაგან საქმეთა სამინისტროს რეპრესიების ბასტიონად უყურებენ. ისინი ასევე სიძულვილს გამოხატავენ უზენაესი სასამართლოს მიმართ, მისი მთელი რიგი გადაწყვეტილებების გამო, რომელიც პრეზიდენტის ძალაუფლების გაძლიერებას და ოპოზიციის მიერ კონტროლირებადი საკანონმდებლო ორგანოსთვის ძირის გამოთხრას ემსახურება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.