„ჩაკრულოს“ კვირეულის ფარგლებში, მარსის პროგრამის მთავარი ინჟინერი, რობ მენინგი და Voyager-ის პროგრამის ყოფილი მენეჯერი, ჯონ კასანი საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებს შეხვდნენ.
თავდაცავის სამინისტროს ცნობით, მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში გამართული შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა და მას თავდაცვის უწყების სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელი პირები, ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერები, კადეტთა სამხედრო ლიცეუმის კადეტები და დაშავებული სამხედრო მოსამსახურეები დაესწრნენ.
მათივე ინფორმაციით, რობ მენინგმა და ჯონ კასანმა სამხედრო მოსამსახურეებს თავიანთი საქმიანობის, განვლილი გზის, კვლევებისა და მარსზე მიმდინარე პროცესების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.
მარსის პროგრამის მთავარმა ინჟინერმა მსოფლიო მშვიდობის დამყარების პროცესში საქართველოს უდიდესი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა და დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო. მისი განცხადებით, საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებთან შეხვედრა დიდი პატივია.
„ჩაკრულოს კვირეული“ საქართველოში 25-28 სექტემბერს ამერიკის საელჩოსა და საქართველოს ხელისუფლების მხარდაჭერით, ფონდ „ნოვას“ ორგანიზებით იმართება.
1977 წელს ლეგენდარული მეცნიერის, კარლ საგანის ინიციატივით, NASA-მ კოსმოსში ე.წ. „ოქროს ჩანაწერი“ გაგზავნა, რომელზეც 27 ქვეყნის მუსიკალურ ნაწარმოებებს შორის ქართული „ჩაკრულოც“ იყო. წელს NASA-ს ამ ისტორიული კოსმოსური მისიიდან 40 წელი შესრულდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.