„სწავლების დაგეგმარების კურსი“ დასრულდა. სემინარის ოფიციალური დახურვის ცერემონიალი სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ გაიმართა. საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ ლელა ჩიქოვანმა და თურქეთში, საქართველოში, აზერბაიჯანსა და თურქმენეთში კანადის ელჩმა კრისტოფერ კუტერმა მსმენელებს სიტყვით მიმართეს. მათ კურსისა და საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. სიტყვით მიმართვის შემდეგ, თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ და საქართველოში კანადის ელჩმა მონაწილეებს კურსის წარმატებით გავლის დამადასტურებელი სერთიფიკატები გადასცეს.
ღონისძიებას „სწავლების დაგეგმარების კურსის“ მონაწილე ქვეყნების დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები - საქართველოში უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იგორ დოლგოვი, ასევე კანადის, უკრაინისა და ლიტვის თავდაცვის ატაშეები დაესწრნენ.
„სწავლების დაგეგმარების კურსი“, საქართველოსა და კანადის თავდაცვის სამინისტროებს შორის არსებული სამხედრო თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში, ათი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. მასში მონაწილეობა საქართველოს, ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონიის, უკრაინის, ლიტვის, მონტენეგროს, სერბეთის, ბოსნია და ჰერცეგოვინას 40-მა სამხედრო მოსამსახურემ მიიღო.
ტრენინგი მიზნად ეროვნული და საერთაშორისო მასშტაბის სამხედრო სწავლების ორგანიზების პროცესში საჭირო მეთოდების გაცნობასა და უნარების დახვეწას ისახავდა.
საქართველომ სწავლების დაგეგმვასთან დაკავშირებულ კურსს მესამედ უმასპინძლა. სემინარი კანადის თავდაცვის სამინისტროს ორგანიზებითა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მხარდაჭერით ჩატარდა.
ინფორმაციას თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.