„ძალა ერთობაშიას" პრეზიდენტობის კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის, საარჩევნო შტაბში აცხადებენ, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიისა და საოლქო საარჩევნო კომისიების ახალი მიმოწერები მოიპოვეს.
აღნიშნულთან დაკავშირებით, შტაბმა ცოტა ხნის წინ საგანგებო განცხადება გააკეთა.
საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ მიმოწერებში იკითხება, თუ როგორ აძლევენ კანონსაწინააღმდეგო მითითებებს საოლქო საარჩევნო კომისიების ე.წ. დამოუკიდებელ, პროფესიული ნიშნით შერჩეულ პირებს.
„ვაკეთებთ საგანგებო განცხადებას, რადგან ხელთ ჩაგვივარდა, პირადად, თამარ ჟვანიას მითითებით ცენტრალური საარჩევნო კომისიის კიდევ ერთი კანონსაწინააღმდეგო, დანაშაულებრივი ქმედება საარჩევნო პროცესთან და პროცედურებთან დაკავშირებით. საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეებმა ჩვენ მოგვაწოდეს მათ მიერ გაგზავნილი მეილები, სადაც კანონის საწინააღმდეგოდ მითითებას აძლევენ საოლქო საარჩევნო კომისიების ე.წ. დამოუკიდებელ, პროფესიული ნიშნით შერჩეულ პირებს და შეგახსენებთ, რომ მათ 63 ცოლი, საკუთარი მეუღლეები დანიშნეს ამ კომისიებში, სადაც პირდაპირ ეუბნებიან, რომ იმ მოთხოვნაზე, რაც დააყენეს ოპოზიციურმა პარტიებმა, რომ გასაუბრება მოხდეს საუბნო-საარჩევნო კომისიის პროფესიული დამოუკიდებელი ნიშნით შესარჩევ წევრებთან, პირდაპირ ვციტირებ, ამ მითითებას აძლევენ: „თუ ამას მოითხოვენ სხდომაზე, საერთოდ არ დააყენოთ კენჭისყრაზე ეს საკითხი. კანონი გასაუბრებას არ ითვალისწინებს. თუ ვინმეს ეს მოუნდება, სხვაგან გაესაუბრონ" - ანუ, აუკრძალეს კიდეც საოლქო საარჩევნო კომისიის შენობებში შეშვება ამ კანდიდატების. გვაქვს დოკუმენტაცია, სადაც მესიჯბოქსს აძლევენ ე.წ. დამოუკიდებელ კომისიის წევრებს, რა უნდა უპასუხონ მედიასაშუალებებს, რა განცხადება და განამრტება უნდა გააკეთონ. მეგობრებო, ეს ყოველგვარ ზღვარს სცდება. მინდა მივმართო ქალბატონ თამარ ჟვანიას, ქ-ნო თამარ, ის, რასაც თქვენ აკეთებთ, არის არჩევნების გაყალბების ტოტალური სისტემის ჩამოყალიბება ქვეყანაში", განაცხადა გიორგი ვაშაძემ საგანგებო ბრიფინგზე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.