საველე საწვრთნელ ბაზა „პალდოზე“ ეროვნული გვარდიის მე-20 კადრირებული ბრიგადის 201-ე კადრირებული ბატალიონის სარეზერვო ასეულის დასკვნითი შეკრებები მიმდინარეობს. ასეულში ჩარიცხული რეზერვისტები ეროვნული გვარდიის ინსტრუქტორების დახმარებით, ორი კვირის განმავლობაში საცეცხლე მომზადების ყველა ეტაპს გადიან. ისინი სროლებს ქვეითი ქვედანაყოფის შეიარაღების, ავტომატის, ტყვიამფრქვევის, მსუბუქი ტყვიამფრქვევის, ხელის ყუმბარტყორცნის, ლულის ქვეშა ყუმბარტყორცნის საშუალებით ახორციელებენ.
რეზერვისტების მომზადების პროცესს დღეს საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, გენერალ-მაიორი შალვა ჯაბახიძე, აშშ-ის „ვალიანტის“ (ყოფილი CUBIC- აშშ-ის თავდაცვის სისტემის გამოყენებითი ჯგუფი) ხელმძღვანელი, გრეგორი კანატა და ეროვნული გვარდიის ხელმძღვანელი პირები გაეცნენ.
რამდენიმე დღეში 201-ე კადრირებული ბატალიონის სარეზერვო ასეული საჩვენებელ სწავლებას შეასრულებს, 8 სექტემბერს კი შემაჯამებელი შეკრება გაიმართება. ამით რეზერვისტების ინდივიდუალურ დონეზე მომზადება დასრულდება. მეორე წელი კი მათ ჯგუფურ მომზადებას დაეთმობა.
საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ აქტიური რეზერვის საპილოტე პროგრამა 2018 წლის 1 აგვისტოს დაიწყო.
აქტიურ რეზერვში ჩარიცხული მოქალაქეები 5 წლის განმავლობაში მსახურობენ და სამხედრო სარეზერვო სამსახურის გავლის პერიოდში რეზერვისტები შრომის ანაზღაურების სრულ ოდენობას მიიღებენ. საერთო ჯამში, რიგითი რეზერვისტის საშუალო ანაზღაურება წლიურად ხელზე ასაღები 2760 ლარია. საბრძოლო მომზადება წლის განმავლობაში 45 დღეზეა გათვლილი, რომელიც 12 თვეზე ნაწილდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.