არასამთავრობო ორგანიზაცია „პოზიცია“ გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალური ოფისის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში უკრაინის დედაქალაქშია მიწვეული, სადაც 24 აგვისტოდან 30 აგვისტოს ჩათვლით საერთაშორისო დემოკრატიული პროცესების ფარგლებში არაერთ ღონისძიებაში მიიღებს მონაწილეობას. აღსანიშნავია, რომ ღონისძიება უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს, 24 აგვისტოს იხსნება.
მომავალი კვირიდან კიევში სხვადასხვა ქვეყნის არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების შეკრებაზე მესამე სექტორის წარმომადგენლები ძირითადად განათლების, კონფლიქტების, ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და კულტურათაშორისი სწავლების შესახებ თავინათ მოსაზრებებს გაუცვლიან ერთმანეთს და გამართავენ დისკუსიებს აღნიშნული თემების გარშემო.
პროექტი მიზნად ისახავს ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებას სხვადასხვა ტიპის კონფლიქტის ასპექტებზე, ასევე კულტურათაშორისი ცოდნის გაზიარებასა და არაძალადობრივი კომუნიკაციების უნარების გაღრმავებას.
არასამთავრობო ორგანიზაცია „პოზიცია“ აქტიურად ჩაერთვება აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილი საკითხების განხილვაში და განსაკუთრებულ ყურადღებას გაამახვილებს კონფლიქტების თემაზე და უცხოელ კოლეგებს იმ გამოცდილებას გაუზიარებს, რაც საქართველოში ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის შემდგომ ქვეყანამ ამ მიმართულებით მიიღო.
როგორც „პოზიციაში“ აცხადებენ, უკრაინაში, რომელიც ფაქტობრივად, საომარ მდგომარეობაში იმყოფება, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება კონფლიქტების თემაზე დებატების გამართვა და აზრების გაზიარება.
პროექტი დაფინანსებულია გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალური ოფისის მიერ. მასპინძელ ორგანიზაციას წარმოადგენს SVIT Ukraine. პროექტის ორგანიზატორები არიან SCI Germany, AVI Moldova, ArmActive Armenia, SVIT Ukraine.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.