ახალი აღმოჩენა ალცჰეიმერის დაავადების დასადგენად
02-03-2012, 09:59

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

ტვინის სკანირებით ალცჰეიმერის დაავადების ადრეული სტადიის მიგნება ხერხდება.


ტვინის სკანირებამ შესაძლოა ალცჰეიმერის დაავადების (მეხსიერების დაკარგვა) ადრეული სიმპტომები მის განვითარებამდე რამდენიმე წლით ადრე გამოავლინოს. გამოკვლევის მიხედვით, ამ დაავადების პოტენციურ მატარებლებს ათი წლით ადრე უპატარავდებათ ტვინი, რაც იმის ერთ-ერთი ნიშანი შეიძლება იყოს რომ მომავალში ასეთ პაციენტებს ალცჰეიმერის დაავადება განუვითარდეთ.

 

დიდ ბრიტანეთში ალცჰეიმერის დაავადების გამოკვლევის ჯგუფმა განაცხადა, რომ არსებობს საკმაოდ მძლავრი სამხილი იმისა, რომ აღნიშნული დაავადება განვითარებას ადამიანის ცხოვრების შუა პერიოდში იწყებს.


ერთ მშვენიერ დღესაც დიაგნოზის ადრეული დასმა შესაძლოა ეფექტური გზა აღმოჩნდეს დაავადების სამკურნალოდ.


ამერიკის შეერთებული შტატების მასაჩუსეტის საავადმყოფოსა და ერთ-ერთი უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრის მიერ ჩატარებულ გამოკვლევაში ტვინის ნორმალური ფუნქციონირების მქონე 65 პაციენტმა მიიღო მონაწილეობა.


კვლევების მიხედვით, იმ პაციენტების 20%-ს რომელთაც საშუალო სისქის ტვინი აქვთ ალცჰეიმერის დაავადება უვითარდება. მიუხედავად ამისა, უფრო დიდი სისქის ტვინის მქონეებს არ უვითარდებათ ეს დაავადება, მაშინ როცა უფრო თხელი ტვინის მქონეებისათვის ამ სენის შეყრის ალბათობა 55%-ია.


ადრეული დიაგნოზი


დიდ ბრიტანეთში 65 წელს გადაცილებული 14 ადამიანიდან ერთს ალცჰეიმერის დაავადება აქვს. გამოკვლევა აჩვენებს, რომ რამდენიმე წელი მაინცაა საჭირო დაავადების შესამჩნევი სიმპტომების წარმოსაშობად. ეს ნიშნავს იმას, რომ ადრეული მკურნალობა შესაძლოა საშუალო ასაკში უნდა დაიწყოს, რადგან ადრეული დიაგნოზი ძალზე მნიშვნელოვანია.

 

დიდი ბრიტანეთის ალცჰეიმერის კვლევის ჯგუფის აღმასრულებელმა დირექტორმა, რებეკა ვუდმა განაცხადა, რომ "მიუხედავად იმისა, რომ ალცჰეიმერის დაავადებამდე წლებით ადრე იქნება შესაძლებელი სიმპტომების მიგნება, ეს მაინც მცირე გამოკვლევაა და საჭიროა მისი გაფართოება იმ დონემდე, სანამ ჩვენ არ შეგვეძლება ალცჰეიმერის დაავადების ზუსტად წინასწარმეტყველება."


მცირე რამ ალცჰეიმერის შესახებ:


ალცჰეიმერი არის განუკურნებელი დაავადება, რომელიც მეხსიერების დაკარგვას იწვევს. იგი პირველად 1906 წელს გერმანელმა ფსიქიატრმა და ნევროპათოლოგმა ალოის ალცჰეიმერმა აღწერა, რის გამოც აღნიშნულ დაავადებას მისი სახელი დაერქვა. იგი ძირითადად ადამიანებს 65 წლის ასაკის ზემოთ ემართებათ, თუმცა ნაკლებად, მაგრამ მაინც გაცილებით უფრო ადრეულ ასაკშიც იჩენს თავს. 2006 წლის მონაცემებით, მსოფლიოში ალცჰეიმერიით 26 მილიონზე მეტი ადამიანი იყო დაავადებული. როგორც ვარაუდობენ, 2050 წლისათვის დედამიწაზე ყოველი 85 ადამიანიდან ერთი ამ სენით იქნება დაავადებული.


მიუხედავად იმისა, რომ ალცჰეიმერის მიზეზი თითოეული ადამიანისათვის უნიკალურია, დაავადების საერთო სიმპტომები მაინც ბევრია. ხშირად შეცდომით ხდება ადრეული სიმპტომების ასაკისა ან სტრესის გამომჟღავნებისთვის მიწერა. ადრეულ ეტაპზე გამოვლენილი ყველაზე ნაცნობი სიმპტომი ახალი მოგონებების ვერდამახსოვრებაა. მაგალითად, როცა ჭირს ბოლოს მომხდარი ფაქტების გახსენება. დაავადების განვითარებასთან ერთად, სიმპტომები მოიცავს დაბნეულობას, გაღიზიანებასა და აგრესიას, ხასიათის მკვეთრ ცვალებადობას, მეტყველების შეფერხებას და გრძელვადიან პერსპექტივაში მეხსიერების დაკარგვას. ამ დაავადების რაიმე ეფექტური წამალი ჯერ არაა გამოგონებული.

 

ეს დაავადება გენეტიკური არ არის, თუმცა მეცნიერები ფიქრობენ, რომ შესაძლოა რისკ-ფაქტორებში მცირე წვლილი გენებსაც ჰქონდეთ.


ექიმები რისკ-ფაქტორების შესამცირებლად სიგარეტზე უარის თქმას, ჯანსაღი საკვების: ხორბლისა და სხვა მარცვლეული კულტურების, ბოსტნეულის, ზეთისხილის ზეთის, თევზეულობის, ხილის, წითელი ღვინის მიღებას გვირჩევენ.


ალცჰეიმერიით დაავადებულთა სიცოცხლის ხანგრძლივობა შემცირებულია. დიაგნოზის დასმიდან პაციენტი სავარაუდოდ 7 წლამდე ძლებს. მხოლოდ 3%-ზე ნაკლები თუ ძლებს 14 წელზე მეტ ხანს.


ალბათ აღნიშვნის ღრსია, რომ სიცოცხლის ბოლო წლებში ალცჰეიმერიით ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი რონალდ რეიგანიც იყო დაავადებული. ქუჩაში თავის მეუღლესთან მოსეირნე ექს-პრეზიდენტს, როცა ხალხი ღიმილით ესალმებოდა, იგი მეუღლეს გაკვირვებით ეკითხებოდა თუ საიდან იცნობდა ეს ხახლი მას.

მეხსიერების დაკარგვის გამო, რონალდ რეიგანს არ ახსოვდა რომ იგი სულ რაღაც რამდენიმე წლის წინათ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი იყო.

 

 

 

მომზადებულია ბრიტანული პრესის მიხედვით

 

კომენტარები: 1608
#8   Kate
      
I don't even understand how I finished up right here, however I assumed this post
was once good. I do not recognize who you're but definitely you
are going to a famous blogger should you are not already.
Cheers!

Have a look at my webpage - www.trungtamytechomoi.com.vn
1 მარტი 2022 09:28
#7   Romaine
      
Fantastic beat ! I wish to apprentice whilst you amend your web site, how
could i subscribe for a weblog web site? The account aided me a acceptable deal.
I were tiny bit familiar of this your broadcast offered vivid clear concept

My page custom superhero suits
1 მარტი 2022 09:28
#6   Nichol
      
great points altogether, you simply won a new reader. What would you
suggest about your publish that you simply made
some days in the past? Any positive?

My web page; Molly
1 მარტი 2022 08:58
#5   Cheryle
      
Your means of explaining everything in this article is genuinely nice, all be capable
of effortlessly know it, Thanks a lot.

my web page ... Chong
12 ნოემბერი 2021 11:16
#4   Tia
      
Awesome blog! Do you have any recommendations for aspiring writers?

I'm hoping to start my own blog soon but I'm a little lost on everything.
Would you recommend starting with a free platform
like Wordpress or go for a paid option? There are so many options
out there that I'm completely confused .. Any tips?

Thanks a lot!

Also visit my website: Harry
10 ნოემბერი 2021 16:59
#3   Vaughn
      
It's wonderful that you are getting ideas from this paragraph as well as from our dialogue made at this place.


Here is my site - Antonietta
10 ნოემბერი 2021 16:29
#2   Sheryl
      
It is appropriate time to make a few plans for the long run and it's time to be
happy. I have learn this submit and if I may I desire to suggest you some attention-grabbing things or suggestions.
Perhaps you could write subsequent articles relating to this article.
I desire to read even more issues approximately it!


Here is my site :: Hilton
10 ნოემბერი 2021 16:19
#1   akaki
      
კონსულტაცია მესაჭიროება ალცაიმერთან დაკავშირებით,გთხოვთ დამეხმაროთ...577900684 არ ვიცი როგორ უნდა მოვიქცე ან ვის უნდა მივმართო...გთხოვთ შემეხმიანოთ და დამაკვალიანოთ
14 ნოემბერი 2016 12:46
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *


უკან1 ... 72 73 74 75 76 77 78 79 80 81 წინ


მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი