ავღანეთში, მიმდინარე წლის 23 ივლისს მომხდარი ტერაქტთან დაკავშირებით, ეროვნული გლოვის დღეა გამოცხადებული.
ქვეყნის მასშტაბით სახელმწიფო დროშებია დაშვებული.
ამის შესახებ BBC იუწყება.
გუშინ, ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში, შიიტი-ხაზარების საპროტესტო აქციაზე განხორციელებული ტერორისტული თავდასხმის შედეგად, 61 ადამიანი დაიღუპა, 200-მდე კი მძიმედ დაშავდა.
მომხდარზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.