მცხეთის მუნიციპალიტეტში, წიწამური–საგურამო–ცხვარიჭამიის საავტომობილო გზის 6.4 კმ–იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია დასასრულს უახლოვდება.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, წიწამური - საგურამო - ცხვარიჭამიას საავტომობილო გზა, გზის გასწვრივ მდებარე სოფლებს მუნიციპალურ ცენტრთან, ცენტრალურ მაგისტრალთან და ქალაქ თბილისთან უმოკლესი მანძილით აკავშირებს.
როგორც უწყებაში აცხადებენ, პროექტის ფარგლებში გაუმჯობესდა გზის ტექნიკური პარამეტრები, რეაბილიტაცია ჩაუტარდა ხელოვნურ ნაგებობებს, გზა აღიჭურვა უსაფრთხოებისათვის აუცილებელი ელემენტებით (საგზაო ნიშნები და ა.შ), ეს კი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს მიმდებარე სოფლების ეკონომიკური, სოციალური და ტურისტული პოტენციალის განვითარებას.
ამ დროისთვის, სარეაბილიტაციო მოანკევთზე გზის გვერდულების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. სარეაბილიტაციო მონაკვეთი სოფელ ნავდარაანთკართან იწყება და სოფელ ბურიანთან მთავრდება.
პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 2 934 300 ლარია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.