ადიგენის მუნიციპალიტეტში, ფერსათის მთაზე „შუამთობის“ აღსანიშნავი ღონისძიება გაიმართა.
ადიგენის გამგეობის ცნობით, ღონისძიების ფარგლებში მოეწყო ჩემპიონატი მკლავჭიდში, ძალოსნობაში, ჭიდაობაში სხვადასხვა წონით კატეგორიაში და გაიმართა დოღი.

ფინალში გასულ მონაწილეებს სიგელები, თასები, მედლები და სხვა ფასიანი საჩუქრები ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, ზაქარია ენდელაძემ გადასცა.

გამგებელმა ფერსათის მთაზე შეკრებილ მოსახლეობას „შუამთობა“ მიულოცა და წარმატებები უსურვა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.