ადიგენის მუნიციპალიტეტში ფაშისტურ გერმანიაზე გამარჯვების 73-ე წლისთავი აღინიშნა.
ადიგენის მუნიციპალიტეტის მერმა, ზაქარია ენდელაძემ და საკრებულოს თავჯდომარემ, იმედა მღებრიშვილმა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, გარდაცვლილ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.

ღონისძიებების ფარგლებში სამამულო ომის ვეტერანებს მუნიციპალიტეტისგან ერთჯერადად ფულადი საჩუქარი - 300 ლარი გადაეცათ.
ინფორმაციას ადიგენის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.