არასამთავრობო ორგანიზაცია „პოზიციის“ ორგანიზებით, ქუჩის მუსიკოსებმა გუშინ საღამოს მეტროსადგურ "რუსთაველის" მიმდებარე ტერიტორიაზე ღია კონცერტი გამართეს და მიღებული ფულადი შემოწირულობით, თბილისში 13 ივნისს სტიქიით დაზარალებულებს დაეხმარნენ.
„პოზიციის“ ახალგაზრდული ფრთის ლიდერის, დემეტრე ცხვიტავას თქმით, ამ პროცესში ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები იყვნენ ჩართულნი და განახორციელეს მონიტორინგი იმ თანხების, რომელიც მოქალაქეებმა შემოწირულობის სახით დაზარალებულთა დასახმარებლად გაიღეს.
როგორც დემეტრე ცხვიტავამ განაცხადა, ანალოგიური ღონისძიება რუსთაველის მეტროს მიმდებარედ, 25 და 26 ივნისსაც გაიმართება და შემოსული თანხა ერთიანად გადაირიცხება დაზარალებულთა ფონდში.
„პოზიციის“ ახალგაზრდული ფრთა თბილისში 13 ივნისს მომხდარი ტრაგიკული მოვლენებისთანავე აქტიურად ჩაერთო სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში და ძირითადად, ზოოპარკის მიმდებარე ტერიტორიის შლამისაგან გაწმენდით სამუშაოებს ახორციელებდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.