„ევროპული საქართველოს" პრეზიდენტობის კანდიდატი დავით ბაქრაძე რუსთავის მოსახლეობას შეხვდა.
ბაქრაძემ ადგილობრივებს საქართველოს მოქალაქეების უცხოეთში ლეგალური დასაქმების შესახებ საკუთარი პროგრამის პრიორიტეტი გააცნო.
„ჩვენი ვალდებულებაა, დავეხმაროთ ჩვენს ემიგრანტებს, დავეხმაროთ მათ ოჯახებს, რომლებიც მთლიანად არიან დამოკიდებულები უცხოეთიდან გამოგზავნილ შემოსავალზე. ასეთი კონკრეტული დახმარება ქართველებისთვის შეიძლება იყოს უცხოური შრომითი ბაზრის გახსნა, რაც ნიშნავს ლეგალურს სტატუსს, გაზრდილ ხელფასს და მეტ შემოსავალს აქაური ოჯახებისთვის, რაც ნიშნავს დაცვას დეპორტისგან, უსაფრთხოებას და სამედიცინო დაზღვევას", განაცხადა დავით ბაქრაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.