„ქართული ოცნების" მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი მედიაში მორიგი ფარული აუდიოჩანაწერის გავრცელებასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ეს ყველაფერი სერიალია და მას სერიალისთვის დრო არ აქვს.
„ისეთი სერიალი გახდა ეს ამბავი, რომ მე მართალი გითხრათ, დრო არ მაქვს სერიალებისთვის, ამ მომენტში ვარ საარჩევნო კამპანიაში. ამიტომ, ნაკლებად ვარ გართული ამ სკანდალების სერიალში", განუცხადა ზურაბიშვილმა ჟურნალისტებს.
„რუსთავი 2"-მა გუშინ, 10 ოქტომბერს გაასაჯაროვა ახალი ფარული აუდიოჩანაწერი, რომელშიც სავარაუდოდ, ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი, ზაზა ოქუაშვილი და გიორგი ჩუბინიძე საუბრობენ. აუდიოჩანაწერში, რომლის ავთენტურობაც დადასტურებული არ არის, ჩხარტიშვილი საუბრობს, თუ როგორ შეხვდა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსს სერგეი ნარიშკინს, რომელსაც მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების დამხობა სთხოვა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.