სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტას“ მიერ დაიგეგმა და მიმდინარეობს სამუშაოები ეროვნული წარმოების შეიარაღების ნიმუშების ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის რეგიონის სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო თავდაცვითი მრეწველობის უმსხვილეს გამოფენა IDEX-2019-ზე (International Defence Exibition and Conference) წარსადგენად.
ამის შესახებ GUARDIAN.GE-ს „დელტა“-დან აცნობეს.
„ეს არის ერთადერთი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი სამსერვისიანი საერთაშორისო თავდაცვითი მრეწველობის გამოფენა და კონფერენცია MENA-ს რეგიონში (Middle East and North Africa- ახლო აღმოსავლეთი და ჩრდილოეთ აფრიკის რეგიონი), რომელიც სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო თავდაცვითი მრეწველობის სექტორის დემონსტრირებას ახდენს.
მიმდინარე წლის 17-19 თებერვალს არაბთა გაერთიანებული საემიროების დედაქალაქ აბუ-დაბიში გაიმართება ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის რეგიონის (MENA) უმსხვილესი გამოფენა IDEX-2019, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს თავდაცვითი მრეწველობის მსოფლიოს 1000-ზე მეტი კომპანია. ისტორიაში პირველად, მსოფლიოს უდიდეს სამხედრო ექსპოზიციაზე წარმოდგენილია საქართველოც.
სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტა“ გამოფენაზე ექსკლუზიურად წარმოადგენს დიდგორი მეომარის ახალი მობილური 120 მილიმეტრიანი ნაღმმტყორცნის მოდულსა და ქართული წარმოების შეიარაღების სხვა ნიმუშებს, რომელთა შორისაა სამედიცინო-საევაკუაციო ჯავშანმანქანა დიდგორი მედევაკი, მოდიფიცირებული ჯავშანტრანსპორტიორი დიდგორი ორ სიბრტყეში სტაბილიზებული დისტანციური 23 მმ საცეცხლე მოდულით, დიდგორი მეომარი, სნაიპერული შაშხანა AMR MOD 2, 60 მმ ბიკალიბრული უხმაურო ნაღმმტყორცნი „მყუდრო“, მოდერნიზებული ტანკსაწინააღმდეგო ნაღმი რდ-7, და ინდივიდუალური დაცვის სისტემები.
აღნიშნულ გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება როგორც სახმელეთო და საავიაციო შეიარაღების სრული სპექტრი, მათ შორის მსუბუქი ჯავშანტექნიკა, ტანკები, საჰაერო თავდაცვის რადიოლოკაციური და სარაკეტო სისტემები, შვეულმფრენები, ტანკსაწინააღმდეგო შეირაღება, საბრძოლო მასალები, რეაქტიული და ლულიანი არტილერია, დაზვერვის, ბრძოლის ველის მართვის და კავშირგაბმულობის სისტემები, რადიოქიმიური დაცვის სისტემები, ინდივიდუალური დაცვის საშუალებები და ცეცხლსასროლი შეიარაღება, ისე სამხედრო-სამოქალაქო დანიშნულების სამრეწველო ნედლეულის და კომპონენტების მწარმოებელი კომპანიების პროდუქცია.
აღნიშნულ გამოფენაზე ცენტრის მიერ ეროვნული წარმოების შეიარაღების ნიმუშების წარმოდგენა ხელს შეუწყობს ეროვნული წარმოების სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის საექსპორტო პოტენციალის ზრდას", აღნიშნულია „დელტას“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.