გლდანის რაიონში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტი აქტიურად ხორციელდება, რომლის ფარგლებშიც, თეიმურაზ ბოჭორიშვილის ქუჩაზე (ყოფილი ხიზაბავრის) საგზაო სამუშაოები დაიწყო.
სამუშაობის შედეგად, 1 710 გრძივ მეტრზე წყალარინების ქსელი მოეწყობა, ასფალტის საფარი კი დაახლოებით, 17 500 კვადრატულ მეტრ ფართობზე დაიგება. ტერიტორიაზე ასევე, მოეწყობა ფეხით სავალი ბილიკი და ბორდიური.
აღნიშნულ ქუჩაზე წყლისა და წყალარინების სისტემის რეაბილიტაცია კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ განახორციელა, რის შემდეგაც, გამგეობას მიეცა შესაძლებლობა, გზის კაპიტალური მოწყობის სამუშაოები დაეწყო. ამ ეტაპზე, სანიაღვრე ქსელის მოწყობა სრულდება და ასფალტის საფარი იგება. საგზაო სამუშაოები ხარაძის ქუჩაზეც ჩატარდება.
სამუშაოებისთვის, რომელსაც ტენდერში გამარჯვებული შპს „მილენიუმ ბილდერს გრუპი“ ახორციელებს, გლდანის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან დაახლოებით, 1.5 მლნ ლარია გათვალისწინებული.
საგზაო სამუშაოების მიმდინარეობას გლდანის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე ადგილზე გაეცნო.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილებით, ხიზაბავრის ქუჩას, მასთან არსებულ ორ ჩიხსა და ერთ გასასვლელს არქიტექტორ თეიმურაზ ბოჭორიშვილის სახელი მიენიჭა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.