ადვოკატი მალხაზ სალაყაია: ბესიკ ხარძიანის მკვლელობის საქმე გახსნილია
16-12-2015, 03:34

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ბესიკ ხარძიანის მკვლელობის საქმეზე გამოძიებას ეჭვს მიღმა არსებული მტკიცებულებები გააჩნია, რომელზე დაყრდნობითაც შეგვიძლია ვთქვათ, რომ გამოძიება წარმატებულად შედგა. განცხადება, რომ ბესიკ ხარძიანის მკვლელი დაკავებულია, წკიპზეა“, – აღნიშნული განცხადება მოკლული ბიზნესმენის ბესიკ ხარძიანის ოჯახის ადვოკატმა მალხაზ სალაყაიამ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გააკეთა. სალაყაიას განცხადებით, უშუალოდ მკვლელობა ერთმა პირმა ჩაიდინა და მკვლელობის ადგილზეც მარტო იმყოფებოდა, თუმცა მას სხვა პირებთანაც ჰქონდა კავშირი.


ადვოკატის განცხადებითვე, ამოღებულია გარე სათვალთვალო კამერების ჩანაწერები, რომლის მეშვეობითაც სავარაუდო მკვლელი მოწმეებმა ამოიცნეს. გარდა ამოღებული ვიდეომასალისა, საქმეში სხვა მტკიცებულებიც არსებობს.


„სავარაუდო მკვლელმა როგორც ბიოლოგიური, ისე ტექნიკური საშუალებების გამოყენებით მრავლობითი კვალი დატოვა. საქმეში ჩადებულია ამოღებული დნმ, ქსოვილის ანალიზები და სხვა მტკიცებულებები, მათ შორის მოწმეთა ჩვენებები, რომელთაც სავარაუდო დამნაშავე ამოიცნეს. მკვლელობამდე რამდენიმე დღით ადრე ხარძიანის სახლის და მიმდებარე პერიმეტრის დაზვერვა ხდებოდა. სავარაუდო დამნაშავე იქ ჩნდებოდა, თუმცა ყოველთვის თავი დაფარული ჰქონდა და ქუდი ეხურა. მოწმეებმა უკვე ამოიცნეს ეს პირი“, – განაცხადა მალხაზ სალაყაიამ.


რაც შეეხება მკვლელის დაუკავებლობას, სალაყაიას თქმით, გამოძიებაში არის ხოლმე შემთხვევები, როდესაც მიზანშეწონილიც კი არის პირის გარკვეული დროით დაუკავებლობა, თუ ამით გამოძიება მის შესაძლო კავშირებს ადგენს. ადვოკატის განცხადებით, გამოძიება ხარძიანის არც ბიზნესინტერესების და არც პირადი შურისძიების გამო მკვლელობის ვერსიას გამორიცხავს.

 

კომენტარები: 161
#1   Mudassir Ali
      
Superbly written article, if only all bloggers offered the same content as you, the internet would be a far better place.. www.5starsstocks.com/
8 იანვარი 2025 01:13
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *


უკან1 2 3 4 5 6 7 8 9 წინ


მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი