თამბაქოს კონტროლის ალიანსის მონიტორინგის ჯგუფმა თამბაქოს რეალიზაციის კუთხით, პირველი იანვრიდან ამოქმედებული რეგულაციების დარღვევის ფაქტები გამოავლინა. ალიანსის მონაცემებით, სავაჭრო ქსელების თითქმის ყველა შემოწმებულ ობიექტში, ჯერ კიდევ ხილულად განლაგებულია თამბაქოს ნაწარმი, რის შესახებაც მონიტორების მიერ გამოვლენილი ინფორმაცია შემოსავლების სამსახურს მიეწოდა.

სრულად...

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა ესპანეთის სამეფოში სამუშაო ვიზიტი ესპანელ კოლეგასთან, საგარეო, ევროკავშირისა და თანამშრომლობის მინისტრთან, არანჩა გონზალეს ლაიასთან შეხვედრით დაიწყო.

სრულად...

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. უზენაესმა სასამართლომ ზაზა გახელაძის საქმე განიხილა. „ეხო კავკაზას" ინფორმაციით სხდომა გადაწყვეტილების გარეშე დასრულდა.

სრულად...

18 იანვრიდან, 2020-21 სასწავლო წლის მეორე სემესტრის დაწყებასთან ერთად, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და პირველი არხის ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტი „ტელესკოლა“ განახლდა.

სრულად...

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (18 იანვარი, 2021) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0007 პუნქტით გაუფასურდა.

სრულად...

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში ეპიდემიოლოგიური ვითარება სტაბილურდება, ახალი შემთხვევებისა და ქვეყანაში ინფექციის გავრცელების მაჩვენებლის კლების ტენდენცია ფიქსირდება, თუმცა ეს დამშვიდების საშუალებას არ იძლევა.

სრულად...

საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი გახარია თურქეთის რესპუბლიკის ელჩს საქართველოში ფატმა ჯერენ იაზგანს შეხვდა.

სრულად...

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოში 2020 წლის 31 ოქტომბერს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია, რომ ამომრჩეველთა სიების სიზუსტის მიმართ ნდობა მაღალი იყო, - ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ავრცელებს.

სრულად...

თბილისის მერია მაჭავარიანის ქუჩისა და მარშალ გელოვანის გამზირის დამაკავშირებელი გზის მშენებლობას განაგრძობს.

სრულად...

თბილისის მერიის მხარდაჭერით, საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში მომსახურე პერსონალის შრომისა და დასვენების პირობების გაუმჯობესების მიზნით, თანამედროვე ტიპის ხის კოტეჯები მოეწყო.   

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი