შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, სოფო გორგოძის განცხადებით, ტელეფონის აღმოჩენის გამო, ერთი აბიტურიენტი გამოცდიდან მოიხსნა.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 7 ივლისს დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში ჰაერის მაქსიმალურმა ტემპერატურამ შესაძლებელია, 40, 42, მთიან რაიონებში 35, 37, ხოლო შავი ზღვის სანაპირო ზოლში 33, 35 გრადუსს მიაღწიოს.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (6 ივლისი, 2020) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0067 პუნქტით გაუფასურდა.
საქართველოს პრეზიდენტმა ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყება აბიტურიენტებს ქუთაისის საგამოცდო ცენტრიდან მიულოცა, რომელიც ქუთაისის პირველ საჯარო სკოლაშია განთავსებული და წარმატებები უსურვა მათ.
დამოუკიდებელმა პარლამენტის წევრმა, ეკა ბესელიამ ახალ საკანონმდებლო ინიციატივასთან დაკავშირებით, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს ეხება, ბრიფინგი გამართა.
დღეიდან, 6 ივლისიდან შესაძლებელია ტრენინგებისა და კონფერენციების ჩატარება დახურულ სივრცეშიც, ასევე, გაიხსნა პროფესიული სასწავლებლები, რომლებმაც გაიარეს შესაბამისი შემოწმება ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციის მხრიდან და დასაშვები გახდა ღია სივრცეში არსებული ატრაქციონების ფუნქციონირება, - განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრის მრჩეველმა საერთაშორისო ურთიერთობათა საკითხებში, ირაკლი ჩიქოვანმა დღევანდელ ბრიფინგზე.
„ქართული ოცნების“ ფულის ფლანგვის მორიგი სქემა - კონკურენციის სააგენტოს“, რომელიც წლებია არაფერს აკეთებს, არ არკვევს რატომ იზრდება ქვეყანაში პურის ფასი, რატომ არის ფარმაცევტულ ბაზარზე მონოპოლია, დაფინანსება დამატებით 965 000 ლარით ეზრდება,“ - განაცხადა მოძრაობა „ხალხისთვის“ ლიდერმა ანა დოლიძემ.
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ დაასრულა დედაქალაქის მერისინიციატივით დაწყებული სოციალური პროექტი, რომლის ფარგლებშიც ბაგა-ბაღებში რეგისტრირებული აღსაზრდელების ოჯახებს საკვები პროდუქტები ოთხი თვის განმავლობაში ურიგდებოდათ.
დღეიდან ლიბერთი იპოთეკური სესხების სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამაში ჩაერთო. აღნიშნული პროგრამა ინიცირებულია სახელმწიფოს მიერ დეველოპერული და სამშენებლო სექტორის მხარდასაჭერად და ხუთი წლის განმავლობაში, იპოთეკური სესხის წლიური საპროცენტო განაკვეთის მაქსიმუმ 4%-ის დაფინანსებას ითვალისწინებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.