ეს არ არის საბოლოო გამარჯვება, საბოლოო წარმატება, ეს არის ეტაპური, ამ მომენტისთვის წარმატება, ჩვენ ვდგევართ ახლა კრიტიკულ გზაგასაყარზე, რაც მდგომარეობს იმაში, რომ იხსნება შეზღუდვები, იხსნება ქვეყანა, – განაცხადა ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ.

სრულად...

გლდანის რაიონის გამგეობის მიერ სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტი მიმდინარეობს. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, ხუთ მისამართზე წითელ ხაზებში არსებული შიდა და გარე წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია ხორციელდება.

სრულად...

9 მაისს, ფაშიზმზე გამარჯვების 75-ე წლისთავთან დაკავშირებით, ხობის მუნიციპალიტეტის მერმა, გოჩა ქაჯაიამ და საკრებულოს თავმჯდომარემ, ედიშერ ჯობავამ მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს და ყვავილებით შეამკეს ხეთის საბრძოლო დიდებისა და მხარეთმცოდნეობის მუზეუმის ეზოში - ,,ხსოვნის ველზე“ მდებარე სიმბოლური საფლავები.

სრულად...

საქართველოს ხელისუფლება განაგრძობს უცხოეთში მყოფი მოქალაქეების სამშობლოში ეტაპობრივად და ორგანიზებულად დაბრუნების პროცესს. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ განსაზღვრული ავიარეისების ფარგლებში, დღეს შესრულდება ჩარტერული რეისი ბერლინი თბილისის მიმართულებით.

სრულად...

„დღეს ჩვენ მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან სამოცდამეთხუთმეტე წლისთავს აღვნიშნავთ - ომის, რომელმაც მსოფლიოს მასშტაბით მილიონობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. სიმბოლურია, რომ სწორედ ომის ფერფლზე აღმოცენდა გაერო - ორგანიზაცია, რომლის წესდებაც საერთაშორისო ურთიერთობათა მშვიდობიანად წარმართვას, ძალის გამოყენების აკრძალვასა და მომავალში არაადამიანური სისასტიკეების თავიდან აცილებას უზრუნველყოფს“ - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა გაეროს უშიშროების საბჭოს ონლაინ-სხდომაზე, რომელიც ევროპაში მეორე მსოფლიო ომის დასრულების 75-ე წლისთავს მიეძღვნა.

სრულად...

ყველა ადამიანს, რომელიც გამომწვევად ამბობს, რომ არ დაემორჩილება კანონს, რა თქმა უნდა, პოლიცია კანონის ფარგლებში შესაბამის პასუხს გასცემს, - განაცხადა პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც გარკვეული ძალების მხრიდან დღეს დაანონსებულ აქციას ეხებოდა.

სრულად...

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე დეპუტატებთან გიორგი ვოლსკისთან, ირაკლი სესიაშვილთან და კობა კობალაძესთან ერთად, ვაკის პარკში იმყოფებოდა, სადაც უცნობი ჯარისკაცის საფლავი ყვავილებით შეამკო.

სრულად...

ბოლო 24 საათის განმავლობაში, სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 69 ახალი ფაქტი გამოვლინდა.

სრულად...

ევროპა, ევროკავშირი იყო პირველი ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს შორის, რომელმაც გამოთქვა სურვილი და კონკრეტული ნაბიჯებით დაეხმარა საქართველოს სხვადასხვა მიმართულებით, როგორც ფინანსური, ასევე სამედიცინო თვალსაზრისით, ინფორმაციის გაცვლის და კიდევ ბევრი მიმართულებით, - განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ.

სრულად...

75 წელი გავიდა, როდესაც ამ პატარა ერმა 300 000 გმირი შეწირა ამ გამარჯვებას, მსოფლიოს ჯანსაღი ძალების გამარჯვებას ფაშიზმზე, დიდ ბოროტებაზე, - განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ ვაკის პარკში, სადაც ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით, თავდაცვის მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად, უცნობი ჯარისკაცის საფლავი ყვავილებით შეამკო.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი