საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (15 აგვისტო, 2019) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0061 პუნქტით გაუფასურდა.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მაჟორიტარმა დეპუტატმა ცოტნე ზურაბიანმა სოფელ ყუმისთავის სკოლის სარეაბილიტაციის სამუშაოები დაათვალიერა. „პროექტისფარგლებში შეიცვალა სახურავი, კარ-ფანჯრები, შესრულდა საკლასო-ოთახების სარემონტო სამუშაოები, რისთვისაც 80235 ლარი დაიხარჯა.
ახალგაზრდობისა და ზაფხულის დღეებისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, ხონის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით ცენტრალურ ბულვარში მხატვრული ფილმის ჩვენება გაიმართა.
აშშ-ის იუსტიციის სამინისტრო გიბრალტარში ირანული ტანკერის დაკავებას მოითხოვს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის თავმჯდომარის პოსტზე, ამავე სასამართლოს თავმჯდომარე მიხეილ ჩინჩალაძე განწესდა.
მიმდინარე წლის ივლისში საქართველოდან რუსეთში ღვინის ექსპორტი, 2018 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 27 პროცენტით შემცირდა, ხოლო 2019 წლის ივნისთან შედარებით – 18 პროცენტით, - მონაცემებს ღვინის ეროვნული სააგენტოს ავრცელებს.
ტელეკომპანია ”იმედის” თანამშრომლები რუსეთ-საქართველოს ომზე ტელეკომპანიის ეთერში გასული ფილმის სულისკვეთებას არ იზიარებენ, რასაც სოციალურ ქსელში ფლეშმობით აპროტესტებენ.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი, ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფლების ნაქალაქევის, მირაშხანის, თმოგვისა და ფიას მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრას ასპინძის მერი როსტომ მაგრაქველიძე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ილია ნაკაშიძე და მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი კოპაძე ესწრებოდნენ.
„რუსთავი 2-ის" გენერალური დირექტორი პაატა სალია ია კიწმარიშვილის იმ განცხადებას ეხმაურება, სადაც ეროსი კიწმარიშვილის მეუღლე სასამართლოს სთხოვს კომპანიის ქონებას ყადაღა დაჩქარებული წესით დაედოს და ამით თავიდან იქნას აცილებული თაღლითური გარიგებები.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.