საქართველოში - ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით - სრულად დისტანციურ სწავლებაზე 672 სკოლა იმყოფება, ბოლო კვირის განმავლობაში კორონავირუსი მასწავლებელთა 5,8%-სა და მოსწავლეების 2,1%-ს დაუდასტურდა. ინფორმაციას განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს.

სრულად...

ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში საქართველოში - ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით - ჩატარდა 76 205 კვლევა ტესტით, მათ შორის 48 711 კვლევა ანტიგენის ტესტით და 27 494 PCR ტესტით.

სრულად...

GUARDIAN.GE - ნატოს შემდგომი გაფართოების წინააღმდეგ რუსეთის მოთხოვნას ჩინეთი შეუერთდა. ამის შესახებ მოსკოვმა და პეკინმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს. რუსეთის ლიდერი ზამთრის ოლიმპიადის გახსნაზე დასასწრებად ჩინეთში ჩავიდა. მიუხედავად იმისა, რომ ვრცელი ერთობლივი განცხადება პირდაპირ არ ეხებოდა უკრაინას, ორმა ქვეყანამ ნატო ცივი ომის იდეოლოგიის მხარდაჭერაში დაადანაშაულა.

სრულად...

რიყე-ნარიყალას საბაგირო გზა ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული სამუშაოების გამო, 7 თებერვლიდან პირველ მარტამდე, მგზავრებს ვერ მოემსახურება.

სრულად...

ის აგრესიული ქმედებები და მუქარა, სამხედრო ძალების უზომოდ გაზრდა უკრაინის საზღვარზე, თუ გააქტიურება შავ ზღვაზე - ეს ყველაფერი ნიშანია იმისა, თუ რამდენადაა დღევანდელი რუსეთის პოლიტიკა პროვოკაციაზე გადასვლა, რასაც მთელი ევროპული და დასავლური სამყარო მოლაპარაკებებითა და მცდელობებით პასუხობს, რათა დარეგულირდეს ეს დაძაბული ვითარება, მაგრამ დეესკალაციისთვის, ისევე როგორც მშვიდობიანი მოლაპარაკებებისთვის საჭიროა, რომ ორივე მხარე მზად იყოს - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პოლონეთის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

სრულად...

„მალე იქნება სამთავრობო კომისიის სხდომა და კომენტარს შემდეგ გავაკეთებ, ახლა არაფერია სალაპარაკო“, – ეს „მოქალაქეების“ ლიდერის ალეკო ელისაშვილის მოკლე ტექსტური შეტყობინებაა „ბანკები და ფინანსების“ თხოვნაზე, კონკრეტულად ესაუბრა საპენსიო საკითხებზე. მანამდე, მისი თანაშემწისგან საუბარზე უარი მივიღეთ, იმ მოტივით, რომ დღეს ძალიან ბევრი შეხვედრა ჰქონდა ბატონ ალეკოს ჩანიშნული, ხოლო ხვალ და ზეგ კი უქმე დღეები მოდის.

სრულად...

ეკონომისტი ირაკლი ერაძე პარლამენტის წევრ ალექსანდრე ელისაშვილს პოპულიზმში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ელისაშვილის ქმედებები „ამორალურ საქციელს უფრო ჰგავს, ვიდრე პენსიონერების პრობლემებზე ზრუნვას“.

სრულად...

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა გაცნობითი შეხვედრა გამართა სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან რუბენ სადოიანთან.

სრულად...

„ის განცხადებები, რაც „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა ე.წ. საპენსიო სესხებზე საპროცენტო განაკვეთის დაწევასთან დაკავშირებით გააკეთა, სამწუხაროდ, პოპულისტური რიტორიკის გაგრძელებაა, რომელიც მოკლებულია კონკრეტიკას და არ არის ორიენტირებული საკითხის რეალურად გადაჭრაზე“, – ამის შესახებ “ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ ხელმძღვანელმა, გიორგი კაპანაძემ ელისაშვილის მიერ „ღამის კურიერისთვის“ მიცემული ინტერვიუს კომენტირებისას განაცხადა.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი