ერთ-ერთი მედიასაშუალების, საინფორმაციო სააგენტო CNews-ის მიერ ვრცელდება მიზანმიმართული დეზინფორმაცია, რომლის მიზანია საქართველოს თავდაცვის ძალებისა და მიმდინარე წარმატებული რეფორმების დისკრედიტაცია. სააგენტოს გავრცელებული ინფორმაცია, რომ სენაკის მე-2 ქვევითი ბრიგადა 65-მა სამხედრო მოსამსახურემ დატოვა, არის სრული სიცრუე, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის განცხადებაშია ნათქვამი.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილედ ლაშა დარსალია, ხოლო საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილედ თეიმურაზ ჯანჯალია დაინიშა. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
რეინჯერების 12 წლის იუბილე მუხროვანის სამხედრო ბაზაზე ოფიციალური ღონისძიებით აღინიშნა. პროფესიული დღე რეინჯერთა პირად შემადგენლობას საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა მიულოცა და ყურადღება რეინჯერების ქვედანაყოფის მნიშვნელობაზე გაამახვილა. ღონისძიების ფარგლებში 56-მა წვევამდელმა ფიცი დადო და დღეიდან თავდაცვის ძალების რიგებს შეუერთდნენ. სპეციალური ოპერაციების ძალების პირად შემადგენლობას სერტიფიკატები, მედლები და საშტატო იარაღი გადაეცა.
საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ საფრანგეთის მოქალაქეების დიდი ოდენობით ფულადი თანხების თაღლითურად დაუფლების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტი გამოავლინა, რის შედეგადაც ისრაელის ორი მოქალაქის და ერთი იურიდიული პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. გამოძიებას პროკურატურა ავრცელებს.
სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე,თუ ავტობუსის ზოლში გაჩერდება ავტომანქანა, ის დაჯარიმდება, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
საქართველოში – ოკუპირებული აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გამოკლებით – ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 821 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას stopcov.ge ავრცელებს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, დღეს იმერეთის რეგიონს ეწვევა. მთავრობის მეთაური ქუთაისის საერთაშორისო უნივერისტეტს ესტუმრება და უნივერსიტეტის პირველ კურსდამთავრებულებთან გამართავს შეხვედრას.
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ, საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის (სრიგპ) შესახებ, მერებთან ვიდეოკონფერენციის დროს ისაუბრა.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 9 ივნისს სამუშაო ვიზიტად მონაკოს სამთავროს ეწვევა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.