20-25 ნოემბერს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, რიგით მეექვსე „თბილისის ბაროკო ფესტივალი“ დისტანციურ ფორმატში ჩატარდება.
2020 წლის 19 ნოემბერს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე – „შავაძე საქართველოს წინააღმდეგ“ – გადაწყვეტილება გამოაქვეყნა და დაადგინა ევროპული კონვენციის მე-2 მუხლის (სიცოცხლის უფლება) არსებითი და პროცედურული ნაწილების დარღვევა.
იზოლაციისა და კარანტინს წესების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის N322 დადგენილებაში 2020 წლის 21 ოქტომბერს განხორციელებული ცვლილებების თანახმად უცხო ქვეყნიდან ჩამოსული საქართველოს მოქალაქეები, აგრეთვე მათი ოჯახის წევრები, იზოლაციაში განთავსდებიან 8 დღით, შემდეგი წესის შესაბამისად:
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (19 ნოემბერი, 2020) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0029 პუნქტით გაუფასურდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბათუმში, დავით აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე, პოლიტიკური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის'' ოფისის შენობის გარე ფასადის დაზიანების ფაქტზე 1972 წელს დაბადებული ბ.წ. ამხილა.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა მონაწილეობა მიიღო იტალიის უნივერსიტეტებისა და კვლევების სამინისტროსა და ბოლონიის სამეთვალყურეო ჯგუფის (BFUG) სამდივნოს ორგანიზებულ ევროპული უმაღლესი განათლების სივრცის ონლაინ მინისტერიალში - „რომი 2020“, რომელსაც ბოლონიის პროცესის წევრი 48 ქვეყნის დელეგაციისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1983 წელს დაბადებული ლ.მ. ქურდობის ბრალდებით დააკავეს.
თბილისის მერია ევროპის საბჭოს მხარდაჭერით, ახორცილებს პროექტს, რომელიც გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მოქალაქეთა მონაწილეობის გაძლიერებას უჭერს მხარს.
ცესკომ იზოლაციაში მყოფი ამომრჩევლების სპეციალური სიები დაამტკიცა. არჩევნების მეორე ტურისთვის სპეციალურ სიაში 4 095 ამომრჩეველია, მათ შორის არიან როგორც სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში (კარანტინი, თვითიზოლაცია) მყოფი პირები, ასევე სპეციალური ჯგუფების წევრები, რომლებიც მოემსახურებიან იზოლაციაში მყოფ ამომრჩევლებს, სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებიც პროცესს დააკვირდებიან და იმავდროულად მიიღებენ კენჭისყრაში მონაწილეობას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.