გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, იური ნოზაძე კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა.
საქართველოს ეროვნული ბანკი განცხადებას აქვეყნებს, სადაც მითითებულია თუ რომელი საფინანსო ორგანიზაციების მუშაობა იზღუდება დღეიდან სამუშაო ოფისიდან.
საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა 108-მდე გაიზარდა, ინფორმაციას ვებგვერდი stopcov.ge აქვეყნებს.
ორშაბათი ყველაზე საშინელი დღე იყო ამერიკის შეერთებული შტატებისთვის, სადაც კორონავირუსით გარდაცვალებულთა რაოდენობამ 3,000-ს გადააჭარბა და 3,017 შეადგინა. მხოლოდ ორშაბათს, დაავადებამ სულ მცირე 540 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, ხოლო ინფიცირებულთა დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ 163 000 შეადგინა, იტყობინება ახალი ამბების სააგენტო „როიტერსი“.
საქართველოს მთავრობის მიერ საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში ზომების მნიშვნელოვანი გამკაცრების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების მოთხოვნების აღსრულების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები დაწესებულ საკარანტინო შეზღუდვებს მთელი ქვეყნის მასშტაბით, 24-საათიან, საგანგებო რეჟიმში აკონტროლებენ.
სამხრეთ კორეა კარანტინის წესების დამრღვევთათვის ზომებს ამკაცრებს და ნებისმიერი პირი, რომელიც არ დაემორჩილება ახალ კანონს ციხეში ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა მოელის ან 10 მილიონი კორეული ვონის- 8,200 აშშ დოლარის ჯარიმის გადახდა მოუწევს. ახალი კანონი ძალში 5 აპრილიდან შევა.
იმ კომპანიების წარმომადგენლებმა, რომელთაც სურთ, სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტების თანამშრომლებს მომსახურება გაუწიონ და თბილისის მასშტაბით მათი სპეციალური რეგულარული გადაყვანა უზრუნველყონ, განცხადებით დედაქალაქის მერიას უნდა მიმართონ.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 103 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება, მათ შორის გამოჯანმრთელებულია - 20.
ხობის მუნიციპალიტეტში მცხოვრები სოციალურად დაუცველი 1000 ოჯახი საკვები პროდუქტების პაკეტს მიიღებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.