„დღესვე უკვე შეიძლება თამამად ითქვას, რომ დისციპლინურ წარმოებასთან და იუსტიციის უმაღლეს სკოლასთან დაკავშირებით, ჩვენი განხილვა აუცილებლად სრული კონსენსუსით დასრულდება და სრული კონსენსუსით წარვადგენთ იმ პროექტს, რომელიც იქნება სამუშაო ჯგუფის მიერ შემუშავებული“, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ მართლმსაჯულების რეფორმის მეოთხე ტალღასთან დაკავშირებით გამართული ორდღიანი სამუშაო შეხვედრის დასრულების შემდეგ.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის შეფასებით, აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო ღონისძიებები ბრიუსელში კარგი შესაძლებლობაა იმისათვის, რომ როგორც ევროკავშირმა, ასევე პარტნიორმა სახელმწიფოებმა, შეაფასონ განვლილი პერიოდი და დასახონ სამომავლო მიზნები.
მიანმარელმა მფრინავმა თვითმფრინავი წინა ბორბლების გარეშე უსაფრთხოდ დასვა მას შემდეგ, რაც დაშვების მექანიზმი არ ამოქმედდა. „მიანმარის ეროვნული ავიახაზების“ თვითმფრინავი მანდალაის აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენ ბილიკზე წინა ბორბლების გარეშე დაშვებისას სრიალით მიდიოდა, ვიდრე შეჩერდებოდა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-დან თბილისში, უხვი ნალექის შედეგად წარმოქმნილ დატბორვის ფაქტებზე 90-ამდე შეტყობინება შემოვიდა.
12 მაისს, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტყოფში სახალხო დღესასწაული აპარნობა აღინიშნა.
შეიარაღებულმა მამაკაცებმა ექვსი ადამიანი მოკლეს, მათ შორის მღვდელი, ბურკინა ფასოს ჩრდილოეთ ნაწილში, ეკლესიაში საზეიმო წირვის მიმდინარეობისას, იტყობინება BBC ოფიციოზზე დაყრდნობით.
ოფიციალური დოკუმენტებით დასტურდება, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის და ცოტა ხნის წინ იუსტიციის მინისტრის მოადგილედ დანიშნული ალექსანდრე ტაბატაძის ქონება 2012 წლიდან დღემდე 3 მილიონით გაიზარდა, - იტყობინება „რუსთავი 2“.
საქართველოს პარლამენტის შენობის წინ შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას ბიუსტი დადგეს. აქცია-პერფომანსის ორგანიზატორები აცხადებენ, რომ აღნიშნული ნაბიჯი 12 მაისის მოვლენების გახსენებაა.
ღვთის ლოცვა-კურთხევით აღვაშენეთ ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარი, რაც მოწმობს, რომ საქართველო იმყოფება ივერიის ღვთისმშობლის მფარველობის ქვეშ, – ბრძანა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ მახათას მთაზე, ტაძრის კურთხევის შემდეგ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ინტენსიური ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, ყაზახეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1996 წელს დაბადებული ნ.მ. დააკავეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.