საქართველოს პრეზიდენტმა 15 მსჯავრდებული შეიწყალა, – ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.
მარნეული-თელეთი-თბილისის საავტომობილო გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 23 წლის გოგო დაიღუპა.
ამ გამოწვევებით სავსე პერიოდში, როდესაც დიპლომატიური ურთიერთობების განახლებიდან 30 წლის იუბილეს აღვნიშნავთ, ჩვენი პარტნიორობა უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში ასეთი უმნიშვნელოვანესი არასდროს ყოფილა, - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი რიში სუნაკი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისადმი მიწერილ წერილში აღნიშნავს.
დედაქალაქის მერი კახა კალაძე დიდი დიღმის საფეხბურთო ცენტრის გახსნის ღონისძიებას დაესწრო. კახა კალაძის განცხადებით, თბილისში უკვე მეხუთე საფეხბურთო ცენტრი აშენდა.
დღეს, 24 ნოემბერს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის 2023-2026 წლების პრიორიტეტების დოკუმენტისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართა. დისკუსიას ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის წევრი სუმბატ კიურეღიანი, საკრებულოს თავმჯდომარე ვაან აროიანი, მერი ანივარდ მოსოიანი, საკრებულოსა და მერიის თანამშრომლები, მუნიციპალიტეტის მოსახლეობა.
ამ გამოწვევებით სავსე პერიოდში, როდესაც დიპლომატიური ურთიერთობების განახლებიდან 30 წლის იუბილეს აღვნიშნავთ, ჩვენი პარტნიორობა უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში ასეთი უმნიშვნელოვანესი არასდროს ყოფილა, - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი რიში სუნაკი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისადმი მიწერილ წერილში აღნიშნავს.
საქართველოს თავდაცვის ძალების რაგბის ნაკრები არაბთა გაერთიანებულ საამიროებში დაგეგმილ შვიდკაცა რაგბის საერთაშორისო ტურნირში მონაწილეობისთვის ემზადება. თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეებითა და რეზერვისტებით დაკომპლექტებული რაგბის გუნდი ტურნირისთვის მზადებას მარტყოფის საწვრთნელ ბაზაზე გადის. დღეს მორაგბეების ვარჯიშს საწვრთნელ ბაზაზე თავდაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე დააკვირდა. გრიგოლ გიორგაძემ მორაგბეებს ტურნირზე გასამართ მატჩებში წარმატებები უსურვა და აღნიშნა, რომ თავდაცვის ძალებში რაგბის განვითარებას ძალიან დიდი ყურადღება ექცევა.
ბავშვთა ქალაქ „მზიურს“ კერძო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი დაუბრუნდა. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მერიაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ორბელიანების სასახლეში „სვანეთის დღეები“ დაიხურა. დასკვნით ღონისძიებაზე ორბელიანების სასახლეში პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს უმასპინძლა და მათ სვანეთის ისტორიის შესახებ, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ფონდებში დაცული მასალა – ექვთიმე თაყაიშვილის სვანური ექსპედიციის ფოტოები და ბესარიონ ნიჟარაძის საარქივო მასალის გამოფენა დაათვალიერებინა.
89 წლის ასაკში გარდაიცვალა ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ზურაბ კიკნაძე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.