„საზოგადოება და ბანკებმა“ ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხები მიმოიხილა. 2021 წლის პირველი ნოემბრის მდგომარეობით, ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 169700 სესხია გაცემული, მათი აბსოლუტური უმრავლესობა რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილებით, რეფინანსირების განაკვეთი 0.5 პროცენტული პუნქტით, 10.5-მდე გაიზარდა. დღესდღეობით, ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 8392 მლნ ლარის მოცულობის სესხია გაცემული, შესაბამისად, 169 700 მომხმარებელს რეფინანსირების განაკვეთზე მიბმულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი გაეზრდება.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებათა საერთაშორისო ფედერაციის გენერალურ მდივანს ჯაგან ჩაპაგაინს შეხვდა.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა უპასუხოდ დატოვა ჟურნალისტების კითხვა - შეიწყალებს თუ არა მიხეილ სააკაშვილს.
ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის გადაწყვეტილებით, უცხოური ვალუტის იპოთეკური სესხების მაქსიმალური ვადა 15-დან 10 წლამდე შემცირდება. აღნიშნულ გადაწყვეტილებას ცენტრალური ბანკი უცხოურ ვალუტაში იპოთეკური სესხების ზრდის ტემპის დაჩქარებით ხსნის. ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.
საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2021 წლის 8 დეკემბერს რეფინანსირების განაკვეთის 0.5 პპ-ით გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 10.5 პროცენტს შეადგენს. ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.
ერთი არეულ-დარეული პოსტი მინდა დავწერო სააკაშვილის სასამართლო პროცესზე, ოპოზიციაც გავაკრიტიკო, ბიუჯეტის მჭამელებსაც შევეხო და ა.შ.
საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეჩოში საჯარო სკოლის სრულ სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს. სკოლა 240 მოსწავლეზე იქნება გათვლილი.
ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში საქართველოში - ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით - ჩატარდა 55 130 კვლევა ტესტით, მათ შორის 33 673 კვლევა ანტიგენის ტესტით და 21 457 PCR ტესტით.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე იმსჯელეს კონკურენციის სააგენტოს მიერ მომზადებულ ფარმაცევტული ბაზრის შუალედურ ანგარიშზე და მასში წარმოდგენილ რეკომენდაციებზე. განიხილეს, თუ რა კონკრეტული ნაბიჯები შეიძლება გადაიდგას ფარმაცევტულ ბაზარზე არსებული ვითარების დარეგულირების მიზნით. აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია მედიკამენტების გაზრდილ ფასებზე დროული რეაგირება და ქმედითი ნაბიჯების გადადგმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.