საქართველოში ამ სეზონზე გრიპის ვირუსის ცალკეული შემთხვევები უკვე დაფიქსირდა, თუმცა საერთო ფონი მშვიდია, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ პაატა იმნაძემ განაცხადა.
იური ვაზაგაშვილის გარდაცვალების საქმის გამოძიებაში არის წინსვლა, - ამის შესახებ საქართველოს მთავარი პროკურორის პირველმა მოადგილემ ირაკლი შოთაძემ ტელეკომპანია "იმედის" გადაცემა "რეაქციაში" პირდაპირი ჩართვისას განაცხადა.
საქართველოს მთავარ პროკურატურაში ახალი სპეციალიზებული სტრუქტურული დანაყოფის – „სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის“ შეიქმნა. აღნიშნულის შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულება დღეს დამტკიცდა.
ამ ეტაპზე საკმარისი ინფორმაცია, რომელიც ეკონომიკური ზრდის პროგნოზის დაზუსტების საშუალებას მოგვცემს, არ გვაქვს, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა ჟურნალისტებს განუცხადა.
ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილის ალექსანდერ ვერშბოუს განცხადებით, რუსეთის რეაქციის მიუხედავად, საქართველოში საწვრთნელი ცენტრის გახსნის გადაწყვეტილება ბოლომდე იქნება მიყვანილი.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ თამარ ბერუჩაშვილის განცხადებით, აბაშიძე-კარასინის დიალოგი დროებით შეჩერებულია იმ ქმედებების გამო, რომელიც რუსეთმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე განახორციელა, თუმცა სავაჭრო ურთიერთობები გრძელდება.
სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია მიიჩნევს, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, თამარ ბერუჩაშვილის განცხადება, რუსეთთან ვაჭრობის საკითხებზე დიალოგის დროებით გაჩერების შესახებ, არასწორი ინტერპრეტაციია.
აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე, ლევან ვარშალომიძე უკრაინის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს მრჩევლად დაინიშნა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია "რუსთავი 2" ავრცელებს.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, თამარ ბერუჩაშვილის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება რუსეთის ბაზარს "მახედ" მიიჩნევს. ამის შესახებ თამარ ბერუჩაშვილმა ვაშინგტონში, რადიო "თავისუფლების" კორესპონდენტთან საუბრისას განაცხადა.
საქართველოს “ფერმერთა ასოციაციის“ ხელმძღვანელმა ნინო ზამბახიძემ საინფორმაციო – ანალიტიკურ პორტალ “კვირას” პრესკლუბში მიწის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებზე ისაუბრა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.