სამართალი

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ შსს-ს აკადემიის თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი, ზურაბ ზუბადალაშვილი წარუდგინა.

სრულად...

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ გატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის და ძალადობის ფაქტებზე, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, მოქალაქე მ.შ. დაკავებული იქნა.

სრულად...

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს დამნაშავეთა სამყაროს წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად ჩატარებული კომპლექსური ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, თბილისში, ქუთაისსა და სვანეთში 13 პირი დააკავეს, – ამის შესახებ შსს-ში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.

სრულად...

ბათუმის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხების მითვისების, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების და ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ფაქტზე, ბრალდებული დამნაშავედ ცნო.

სრულად...

ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი თეიმურაზ წიქვაძე თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის მიმართ აღძრულის სისხლის სამართლის საქმეზე ვრცელ განცხადებას ავრცელებს და ადასტურებს, რომ ბრალდებული ბაჩიაშვილი ივანიშვილთან არსებულ საქმიან ურთიერთობებში სარგებლობდა განსაკუთრებული ნდობით.

სრულად...

დიდი ოდენობით კრიპტოვალუტის მართლსაწინააღმდეგო მითვისებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე ბრალდებულს, თანაინვესტირების ფონდის ყოფილ ხელმძღვანელს, გიორგი ბაჩიაშვილს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო 2 500 000 ლარის ოდენობით შეუფარდა. გირაოს შეტანის ვადად მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა 30 დღე განსაზღვრა.

სრულად...

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ დიდი ოდენობით კრიპტოვალუტის მართლსაწინაღმდეგო მითვისებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო.

სრულად...

საქართველოს იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებით, ექიმების მხრიდან რეკომენდაციის შემთხვევაში, მიხეილ სააკაშვილს პენიტენციურ დაწესებულებაში იქნება გადაყვანილი. როგორც მან აღნიშნა, საქართველოსთვის ზიანის მიყენებაზე ორიენტირებულმა რადიკალებმა განაახლეს ადგილობრივი და საერთაშორისო საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობები, ამჟამინდელი, ტყუილზე დაფუძნებული კამპანიის მიზანია მსჯავრდებულის თავისუფლების უკანონოდ მოპოვება, მათ შორის სახელმწიფოს ინტერესების დაზიანების ხარჯზე.

სრულად...

სოციალურ ქსელში შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერზე, ვანო მერაბიშვილზე თავდასხმის ამსახველი კადრები გავრცელდა. შემთხვევა 2 იანვარს, თბილისში, ვაკეში მდებარე ერთ-ერთ აფთიაქში მოხდა.

სრულად...

შეიძლება ფიზიკურად სუსტად ვიყო, მაგრამ მე ძალიან ძლიერი ვარ შიგნიდან, ძალიან მაგარი სულისკვეთებით ვარ, ძალიან მხნედ ვარ... საქართველოს წინაშე მე დანაშაული არ ჩამიდენია“, - ამის შესახებ პატიმრობაში მყოფმა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე, სამედიცინო ცენტრ „ვივამედიდან“ დისტანციურად ჩართვისას განაცხადა. 

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი