მიმდინარე წლის 22 დეკემბერს, დილის 8 საათიდან, სასამართლოს შესაბამისი განჩინების საფუძველზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის და ტერიტორიული დანაყოფების თანამშრომლებმა, დანაშაულის პრევენციის მიზნით, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებები ჩაატარეს.
ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ბრალდებით, სამი პირი: 1971 წელს დაბადებული ე.მ., 1987 წელს დაბადებული ს.მ. და 1976 წელს დაკავებული ზ.ქ. ფონიჭალის დასახლებაში დააკავეს. მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ე.წ. ჩაწყობილ თამაშების საქმეზე მწვრთნელებისა და მსაჯების დაკავების შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს.
ე.წ. ჩაწყობილი თამაშების საქმეზე კალათბურთის მსაჯები და მწვრთნელები დააკავეს. ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების პრესსამსახური ადასტურებს.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქალაქ თბილისში და გარდაბნის მუნიციპალიტეტში გამოავლინეს არარეგისტრირებული ორი საწარმო, სადაც ხდებოდა სხვისი სასაქონლო ნიშნით უკანონოდ ნიშანდებული დიდი ოდენობით საქონლის წარმოება.
შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, შსს-ს თანამშრომელმა სავარაუდოდ, თვითდაზიანება მიიყენა. როგორც მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა, მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის, ძველი თბილისის სამმართველოში შევიდა შეტყობინება, რომ მიმდინარე წლის 21 დეკემბერს თბილისში, ჩუბინაშვილის ქუჩაზე ტელეკომპანია „იბერიის“ გადაცემაში "ცენზურის გარეშე“, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საბჭოს წევრს, ეკა წამალაშვილს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
სასამართლომ განზრახ მკვლელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენასა და შენახვაში ბრალდებულს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. აღნიშნულთან დაკავშირებით მთავარი პროკურატურა განცხადებას ავრცელებს.
პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, თბილისის სააპელაციო სასამართლომ პოლიტპატიმარი ზაურ მაკარაძე უდანაშაულოდ სცნო. ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც მთავარი პროკურატურა ავრცელებს.
თბილისში, რუსთაველის გამზირზე მომხდარი არასრულწლოვნის დაჭრის ფაქტი გახსნილია. აღნიშნულთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.