შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს მერვე განყოფილების თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და ტარების ბრალდებით, 1990 წელს დაბადებული ლ.წ. თბილისში დააკავეს.
შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის მესტიის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1974 წელს დაბადებული ლ.ჩ., ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ბრალდებით, მესტიაში დააკავეს.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთობლივად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე დიდი ოდენობით ბრილიანტის ქვების უკანონოდ გადმოტანის ფაქტზე ორი მოქალაქე დააკავა.
შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1980 წელს დაბადებული ე.ხ. თბილისში დააკავეს.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატის, გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, გიგა ოთხოზორიას მკვლელზე ინტერპოლი უახლოეს მომავალში წითელი ცირკულარით ძებნას დაიწყებს.
საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტმა უკანონოდ გასამართლებული ორი მსჯავრდებულის: ცოტნე გამსახურდიას და გიორგი ბებუას მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენების გადასინჯვის გადაწყვეტილება მიიღო.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, გატარებული ოპერატიულ - სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის აღების ფაქტზე ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელი ბოლაჯურის ადმინისტრაციულ ერთეულში როლანდ ჩხიტუნიძე დააკავეს.
გერმანული მედიასაშუალებები, საქართველოსა და გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროების მიერ განხორციელებული, ერთობლივი, მასშტაბური ღონისძიებების შედეგად, 2013 წელს ნიურნბერგში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული პირის თბილისში დაკავების შესახებ ინფორმაციას ავრცელებენ.
თბილისში, დოლიძის ქუჩის მახლობლად, ბოლქვაძის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით, სამართალდამცავებმა ორი პირი დააკავეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.