იუსტიციის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ სამსახურებრივი გულგრილობის ჩადენის ბრალდებით №8 პენიტენციური დაწესებულების უსაფრთხოების განყოფილების უფროსი ინსპექტორი შ. მ. და სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების მთავარი ინსპექტორი ლ. გ. დააკავა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ანგარებით ჩადენილი კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევისა და დიდი ოდენობით ქურდობის ბრალდებით, 3 პირი: 1991 წელს დაბადებული გ.ა., 1996 წელს დაბადებული ო.ა. და 1995 წელს დაბადებული ბ.ა. დააკავეს. პოლიციამ ამავე ფაქტებზე 2003 წელს დაბადებული რ.ნ. ამხილა.
მცხეთის რაიონულმა სასამართლომ არჩილ ტატუნაშვილის წამების საქმეზე ბრალდებულები სრულად ცნო დამნაშავედ ყველა წარდგენილ ბრალდებაში და დავით გურწიევსა და ალიკ ტაბოევს სასჯელის სახედ უვადო თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, - ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ოპერატიული მთავარი სამმართველოს და ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1988 წელს დაბადებული, წარსულში ნარკოდანაშაულისთვის ნასამართლევი გ.კ. და 1986 წელს დაბადებული ჯ.ტ. ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს.
ზუგდიდში, "საქართველოს ბანკზე" თავდასხმაში ძებნილი ბადრი ესებუას ძმას, ბიძინა ესებუას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1938 წელს დაბადებული ო.ა. დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მონიტორინგის შედეგად ბოლო 24 საათის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 867 ფაქტი გამოავლინა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.