საზოგადოება

საქართველოში ახალი კორონავირუსის შემთხვევები მოიმატებს, რადგან საქართველო მსოფლიოს ნაწილია, მსოფლიოში კი, ჩინეთის საზღვრებს გარეთ, ინფიცირებულთა რაოდენობამ 24 ათასი შეადგინა, მათ შორის 7 ათასს გადააჭარბა სამხრეთ კორეაში. მაღალია მაჩვენებელი ირანსა და იტალიაში, - განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ.

სრულად...

გერმანიის მთავრობის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, დასავლეთ საქართველოსა და შიდა ქართლის რეგიონში, დევნილი ოჯახების საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე 122 სახლი აშენდება. ოჯახებს, მშენებლობის დასრულების შემდგომ, შემოსავლის წყაროს გაჩენის მიზნით, გრანტებიც გადაეცემათ.

სრულად...

მთაწმინდის რაიონის გამგეობა შემოერთებულ ტერიტორიებზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების კიდევ რამდენიმე პროექტს ახორციელებს. გზის სრული რეაბილიტაცია ამჯერად, ოქროყანაში, მეფუტკრეობის ქუჩაზე მიმდინარეობს.

სრულად...

თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურმა სახელმწიფო პროფესიულ კოლეჯებთან ერთად, პროფესიული გადამზადების მასშტაბური პროგრამა - „ისწავლე და დასაქმდი“ დაიწყო. პროგრამის მიზანი შრომის ბაზარზე მოთხოვნად სპეციალობებში სამსახურის მაძიებელი მოქალაქეების გადამზადება და დასაქმების ხელშეწყობაა.

სრულად...

ბარათაშვილის ქუჩაზე, ხვალიდან, ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა ამოქმედდება. აღნიშნულ ქუჩაზე 65 საპარკინგე ადგილით ხუთი ლოკაციაა გამოყოფილი, სადაც ავტოსატრანსპორტო საშუალების პარკირება ფასიანი იქნება (1 საათი - 1 ლარი). 

სრულად...

ლიბერთის საგაზაფხულო აქციაში - ‘თქვენს გზავნილზე საჩუქარია’ მონაწილეობას მიიღებს ყველა მომხმარებელი, ვინც ყველაზე ხშირად გააგზავნის ან მიიღებს ნებისმიერ საერთაშორისო ფულად გზავნილს. ყოველ მეხუთე და მეათე საერთაშორისო გაგზავნილ ან მიღებულ გზავნილზე, მომხმარებლები მიიღებენ სპეციალურ ბრენდირებულ საჩუქრებს, ყველაზე აქტიური მომხმარებლები კი ყოველთვიურ ფულად პრიზებს და აქციის დასრულებისას, 3 ივნისს,  ყველაზე აქტიური 200 მომხმარებელი მიიღებს 500 ლარიან ანაბარს.

სრულად...

გლდანის რაიონში, „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში, 33 პროექტი ხორციელდება.

სრულად...

გლდანის რაიონის გამგეობა ავჭალაში, ლიბანის N29–N31 კორპუსების მიმდებარედ, საგზაო სამუშაოებს ახორციელებს. პროექტის შედეგად, მოეწყო ბორდიური და დაახლოებით, 2 200 კვადრატულ მეტრ ფართობზე ასფალტის საფარი დაიგო.

სრულად...

ჭავჭავაძის გამზირის სრული რეაბილიტაციის ფარგლებში, დღეიდან ბოლო, მეოთხე ეტაპის სამუშაოები დაიწყო. სამუშაოები ყიფშიძის ქუჩიდან ვაკის პარკამდე არსებულ საგზაო მონაკვეთზე ჩატარდება, რაც დაახლოებით, 350 მეტრია.

სრულად...

მეკობრეების მიერ დატყვევებული ოთხი ქართველი მეზღვაური თავისუფალია. „საკითხის კონფიდენციალურობიდან და მეზღვაურების პირადი უსაფრთხოების დაცვის ინტერესებიდან გამომდინარე, დეტალების გამხელისაგან თავს ვიკავებთ, თუმცა აღვნიშნავთ, რომ ყველა მხარემ იმოქმედა კოორდინირებულად და მაღალ პროფესიონალურად, რამაც ძალიან მოკლე დროში მოგვცა შედეგი", - ნათქვამია საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს განცხადებაში.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი